საგამოცდო ცენტრის შესაძლო გაუქმება - სერიოზული უკან გადადგმული ნაბიჯი
ავტორი: გურიის მოამბე
საგამოცდო ცენტრის შესაძლო გაუქმება - სერიოზული უკან გადადგმული ნაბიჯი

გავრცელებუყლ ინფორმაციას, ოზურგეთის საგამოცდო ცენტრის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით მკვეთრად უარყოფითად აფასებენ არასამტავრობო სექტორში.

გურიაში მოქმედი არასამთავრობო სექტორის ლიდერ ორგანიზაციების წარმომადგენლები "გურიის მოამბესთან" საუბარში არ მალავენ, რომ ეს იქნება უკან გადადგმული სერიოზული ნაბიჯი და ის მყისიერად უარყოფითად აისახება როგორც ადგილობრივ აბიტურიენტებზე, მათ ოჯახებსა და მშობლებზე, ასევე მთლიანად რეგიონზე.

გავრცელებული ინფორმაციით ამ ეტაპზე საუბარია ოზურგეთის, ხულოს, სიღნაღის და კიდევ რამდენიმე საგამოცდო ცენტრის გაუქმებაზე.

როგორც განათლების სამინისტროში გვეუბნებიან, ჯერჯერობით მიმინოშვილის უწყებაში (შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი)გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა დიდი ალბათობით ასეც მოხდება.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, საბოლოო ჯამში საგამოცდო ცენტრების გაუქმება გაგრძელდება და შესაძლოა მისაღები გამოცდები კომუნისტების დროინდელ სისტემაზე გადავიდეს, ანუ, გამოცდები თავად უმაღლესმა სასწავლებლებმა ჩაატაროს.

'.$TEXT['print'].'