ჩოხატაურში მცხოვრები მრავალსულიანი ოჯახი სიკვდილის საფრთხის მოლოდინში
ავტორი: გურიის მოამბე
ჩოხატაურში მცხოვრები მრავალსულიანი ოჯახი სიკვდილის საფრთხის მოლოდინში

დაბა ჩოხატაურში, ე.წ. "მესამე ჩაის ფაბრიკის" საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები ნონიაშვილების შვიდსულიანი, რომელთაგან ორი მცირეწლოვანია, ოჯახი უკვე მეშვიდე წელია სახლის გადახურვას იხოვს, ჩოხატაურის მერია კი აცხადებს რომ შენობა ავარიულია და ოჯახმა ის უნდა დატოვოს. ნონიაშვილები მიიჩნევენ, რომ შენობის რეაბილიტაცია შესაძლებელია, მხოლოდ სახურავის გადახურვააა საჭირო, ხელისუფლება კი მათ სათანადო ყურადღებას არ აქცევს.

ოჯახის წევრის, მარინანა ნონიაშვილის განცხადებით, მათ რამდენჯერმე მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა, ყურადღებას არავინ არ აქცევს:

"გვეუბნებიან ას ლარს მოგცემთ და იქირავეთ დროებითი საცხოვრებელიო, ას ლარად სად წავიდეთ შვიდი სული, გვეუბნებიან უნდა დავშალოთ, დემონტაჟი მოვახდინოთ და შემოსული ფულისაგან ნაწილს გადმოგცემთო. ჩვენი ბინა გაფორმებული გვაქვს, მონტაჟს ჩვენი ნებართვის გარეშე ვერ მოახდენენ, ვითხოვთ უბრალოდ სახურავს, რაც სრულებითაც არ არის დიდი თანხა, გვეუბნებიან ავარიულიაო, არადა არ არის ასე, შეიძლება ამ კორპუსის რეაბილიტაცია, ისკიარადა თუ მოინდომებენ, აქ კიდევ რამდენიმე, დაახლოებით ათი უსახლკარო ოჯახის შესახლება შეიზლება რეაბილიტაციის შემდეგ, მაგრამ არ უნდათ ტავის შეწუხება, მხოლოდ არჩევნების წინ ვახსენდებით"-აცხადებს ქალბატონი მარინა, რომელიც ბინაქში მოხუც დედასთან, ორ შვილთან, სიძესთან და ორ შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს.

ჩოხატაურის მერი, ირაკჯლი კუჭავა გვიხსნის, რომ ოჯახს რამდენჯერმე შესთავაზეს ალტერნატივა თუმცა უარი მიიღეს:

"ეს შენობა ავარიულია, დემონტაჟს ექვემდებარება, მასში ცხოვრება სახიფათოა, შენობა არის არამდგრადი და რეაბილიტაციას არ ექვემდებარება. ჩვენ კვლავ შევთავაზებთ ამ ოჯახს , რომ ჩვენ მიერ შეთავაზებულ პირობებს დათანხმდნენ და იცხოვრონ უსაფრთხო გარემოში"-ამბობს კუჭავა.

ნინო მეფარიშვილი-მეზობელი: „რა სიტუაციაა და დანგრეულია ყველაფერი , ლტოლვილი ბავშვებია აგერ და ინგრევა ყველაფერი,წყალი ჩამოდის და არ იცხოვრება იქ, კატასტროფული  მდგომარეობაა.  უამინდობის  დროს  საერთოდ  ვერ  შეხვალთ სახლში, ყველგან  ტაშტები  დგას, გეგონება  ვინმე  პირველყოფილი  ცხოვრობსო  ისეა  ყველაფერი მოწყობილი. ქარის  დროს  ჟეშტები  მიფრინავს  ფრიალ-ფრიალით. ცოდო  არ  არიან  ეს ბავშვები? ლტოლვილია  მითუმეტეს. ხელისუფლება  ეუბნება  ქირით  გაგიყვანთ  100 ლარის  ფარგლებში  გადითო. გამოსავალი  ჯერჯერობით  არაფერი  არაა. ამდენი წელია ასეა.“

რუსუდან აივაზოვი-მეზობელი: „ეს ოჯახი 10  წელია ასეა, სახურავი  არ  ვარგა, წვიმს  და მთელი  წვიმა  სახლში  შედის.  შვილები  ჰყავს,  შვილიშვილი.  რამდენჯერ  მიმართეს მთავრობას, იმდენი  უარი  უთხრეს. ეუბნებიან  ეს  უნდა  დაიშალოს,  არ  შეიძლება  აქ ცხოვრებაო. ამათ  არ  აქვთ  სხვა  საშუალება, უნდა  გაკეთდეს  ეს ბინა , რომ  ოჯახი აქ დარჩეს.“

ოჯახის დიასახლისი: „ ასეთ  დღეში  ვარ  მე  სულ,  წვიმიან ამინდში ჩამოდის წყალი და ცოცხით  ვიღებ  სულ. კაციშვილი არაა ჩემი პატრონი. რამდენჯერ მივედი, დახმარება  ვთხოვე  გამგეობას,  კაციშვილი   ყურადღებას  არ  მაქცევს. მეუბნებიან,  ბინა  ნახე  სადმე 100 ლარის ფარგლებში, რომ  ქირით  გაგიყვანოთო, მეტი  არაფერი  საშუალება  ჩვენ არ გაგვაჩნიაო, ასეთია  მაგათი პასუხი".

სულ 7 სული ვართ,მე ,ერთი ბიჭი,გოგო მისი ოჯახით და დედა მყავს კიდევ.

არჩევნების  წინ  კი  მოდიან  და  მერე  კაციშვილი  არ  მოდის  და არ  გვეკითხება  რა გვიჭირს,  რა გვილხინს. არც  არაფერს  მპირდებიან. მეუბნებიან  იმას, რომ  ამ  ბინის გარემონტება შეუძლებელიაო, ეს  დიდ  თანხებთანაა  დაკავშირებული  და  მაგის  ბიუჯეტი ჩვენ არ გვაქვსო .ასე  უნდა მოვკვდე  აქ, რამე უნდა დაგვემართოს მე და ჩემს შვილებს, რომ მერე  ვიღაცამ  გამოიფერთხოს  ყურები. მთელი   ზამთარი  ასეთ  დღეში  ვართ. ბავშვები  არ გამომყავს  წინ  და  უკანა  კარი გავაკეთე, მეშინია, დენმა  არ დაარტყას.

ასეთი  სიტუაციაა  აქ, ეს ყველა წყლის და სირისტის ბრალია, წყალი რომ ჩამოდის იმიტომაა კედლები ასე ჩამოხეული. სულ სველია კედლები. კედლებზე ადიელა მაქვს მიფარებული, რომ ბავშვი სველმა კედელმა არ გააციოს.

ზამთრის პერიოდში განსაკუთრებით, ძალიან უკიდურეს მდგომარეობაში ვართ. წყალი ჩამოგვდის ყველა ოთახში. ოთახების თავზე ბრეზენტები მაქვს გადაფარებული და ტაშტები მიდგას რომ წყალი არ ჩამოვიდეს.

მარიამ  ნონიაშვილი-შვილი :“ 2007 წლის თებერვლიდან ასეთ მდგომარეობაში ვართ. მე თვითონ დევნილი ვარ,ჩემი მეუღლე მე და ორი მცირეწლოვანი ბავშვი ვცხოვრობთ ასეთ დღეში. ჩვენ თვითონ არ გვაქვს თავშესაფარი, დედას შევეფარეთ და დედასაც ასეთი პირობები აქვს. სახელმწიფოს დახმარება რომ ვთხოვეთ ,ასეთი პასუხი მივიღეთ, რომ ნახეთ 100 ლარიანი ბინაო  და სად უნდა ვნახოთ ასეთი ბინა, რომ ამდენმა სულმა ვიცხოვროთ..თუ ასე არ იზამთ, ბავშვები ასეთ პირობებში ვერ იცხოვრებენ და იძულებული ვიქნებით  სხვა ზომებს მივმართოთო და რა იგულისხმეს ამაში ეს არ ვიცით. ბევრს ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ, უბრალოდ ის გვინდა, რომ შენობა იყოს დაცული. წვიმაში და სიცივეში სულ კანკალში ვართ და ძილი არ გვიწევს ფაქტიურად იმის შიშით,რომ რამე არ მოხდეს და ბავშვებს რამე არ დაემართოთ. რომ წვიმს საწოლები სულ სველია, ეს მოგვიგვარონ და დანარჩენ საყოფაცხოვრებო ნივთებს არაფერს არ ვითხოვთ ჩვენ, ვითხოვთ გადახურვას.

დედა- სახურავის გაკეთებას ვითხოვთ,ჯერ სად უნდა ვნახოთ  100 ლარად ბინა და მერე სხვის ბინაში ცხოვრებას,  ეს გაგვიკეთონ გვირჩევნია..სხვის ბინაში სადამდე ვიყო. გამიკეთონ სახურავი და ვიქნები აქ. გეოლოგი რომ შემოვიდა, თქვა ავარიულია ეს ბინაო, მაგრამ რაც არ უნდა ავარიული იყოს ჩემი სახლია გაფორმებული მაქვს და აქედან ვერავინ ვერ გამაგდებს და სხვის სახლში რომ შევიდე და გამომაგდოს პატრონმა მერე სად წავიდე.

ბავშვები სკოლაში არიან ახლა,ბიჭი კოლეჯშია, უფასო კოლეჯია ქობულეთში და იქ. სიძე რაღაც ასე ქირით სამუშაოებზე დადის და წვალობს. მეც ქირაზე ვიყავი წასული და ახლა მოვედი.

ვეხვეწები ვემუდარები ყველას რომ აქ რამე კატასტროფა არ მოხდეს და თავზე არ ჩამოგვენგრეს ეს ჭერი“.

მარიამ ნონიაშვილი- „ სანამ არჩევნები იყო მანამ ყველაფერი იყო შესაძლებელი, ჭერის რემონტიც და სხვა ყველაფერიც. არჩევნები რომ დამთავრდა მერე ვსიო..მერე არავის არ ვახსოვართ თუ მიხვალ და კარებს შეუნგრევ ,მაშინ ქირით გადადითო. თვითონ გადავიდნენ და თვითონ იცხოვრონ მასეთ 100 ლარიან ბინაში.“

დედა-„ ექსპერტიზის ჩატარების და სახლის შემოწმები საშუალება მე არ მაქვს,სოციალურად დაუცველი ვარ და ქირით სამუშაოებზე დავდივარ რომ რამე ორი ლუკმა გვქონდეს“.

შვილი-„ მე ცალკე ოჯახი ვარ და შეფარებული ვარ დედასთან. ორი მცირეწლოვანი ბავშვით რომ ასეთ პირობებში იცხოვრებ, ესაა მთავრობა და ესა ხელისუფლება?“

დედა - „კომისიამ მითხრა ქალბატონო აქ ღამეს როგორ ათევო? მე ვუთხარი რა ვქნა სად წავიდე, აბა მითხარით სად წავიდე?“

ირაკლი კუჭავა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი : „ჩვენ რა თქმა უნდა ამ პრობლემის შესახებ საქმის კურსში ვართ,არაერთხელ ვართ ნამყოფი მეც და ჩემი წარმომადგენელიც.ეს არის კერძო საკუთრება, ჩვენ შევთავაზეთ ამ ოჯახს, რომ ვუქირავებთ ბინას. ისინი უარს აცხადებენ. შენობა არის არამდგრადი და რეაბილიტაციას არ ექვემდებარება. ჩვენ კვლავ შევთავაზებთ ამ ოჯაცს , რომ ჩვენ მიერ შეთავაზებულ პირობებს დათანხმდნენ და იცხოვრონ უსაფრთხო გარემოში. ეს მათი გადასაწყვეტია,ოჯახი ცხოვრობს ავარიულ დანგრეულ კორპუსში, ამიტომ ეს შეთავაზება უნდა მიიღონ, რომ იცხოვრონ უსაფრთხო გარემოში. ჩვენ მათ რაც სეგვეძლო ადრეც დავეხმარეტ, მათ შორის გადასახური მასალით. მაგრამ ახლა იმ შენობის მოწესრიგება შეუძლებელია.“

 

 

 

'.$TEXT['print'].'