ჩოხატაურელები თემურ ჭკუასელზე: "რავა ყველაფერს უნდა იპარავდეს მაი გაჭირვებულიო!"
ავტორი: გურიის მოამბე
ჩოხატაურელები თემურ ჭკუასელზე: "რავა ყველაფერს უნდა იპარავდეს მაი გაჭირვებულიო!"

კახა ჩავლეშვილი‎ - #საკრიმანჭულო საზოგადოება 2013 წლის 19 სექტემბერი · ვდგავარ სოფელ შემოქმედში გზის პირას აუტანელი სიცხეა, მტვრიან გზაზე პატარა მოტოროლერი ,,მურავეი,, გამოჩნდა. "მოტორის" ხმამაღალ ტკაცუნ/რახრახს თან ერთვოდა გაბმული სიგნალი და მძღოლის თავგამეტებული ყვირილი - "მაროჟნიიიი! მაროჟნიიი!" ისე ჩამომიქროლა წინ, რომ არც შემოუხედავს და მალევე თვალს მიეფარა. რამდენიმე წამში ქუჩის მოპირდაპირე მხარეს ჭიშკარი გაიღო, გადმოვიდა კაცი ხელში ფული ეჭირა, გახედა "მაროჟნის" გამყიდველს და მის მოტოროლერს, რომელიც წერტილივით ჩანდა, მაგრამ მისგან მომავალი რახრახ-სიგნალ-ყვირილი მაინც ისმოდა, ოფლში გახვითქული შუბლი მოიწმინდა და აღფოთებულმა ჩაიბურდღულა – ამ შობელძაღლს ხომ ვერ მუუსწარი, ვერ გევიგე ყიდის ამ "მაროჟნს" თუ მახარბებს. ამფერი ბიზნესი იციან გურიაში, აბა!!!"

როგორც ზემოდან ნათლად ჩანს, ეს ამბავი კახა ჩავლეშვილმა, 2013 წლის 19 სექტემბერს, ფეისბუკ გვერდ "საკრიმანჭულო საზოგადოებაში" დაწერა. ამბავი რომელსაც თვითონ უშუალოდ შეესწრო ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედში.

ამბის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში "იუმორი" პარლამენტის წევრმა თემურ ჭკუ8ასელმა "მიითვისა" და როგორც "თავსგადამხდარი" ავრცელებს და ავრცელებს.

ერთი შეხედვით განსაკუთრებული შესაძლოა არაფერიც მომხდარა, მოეწონა კაცს და პოპულარიზაციას ცდილობს გურული მახვილსიტყვაობის, მაგრამ! ამ ისტორიის ნამდვილი შემსწრეს გაცნობისას ჩოხატაურელებმა თქვეს: "რავა ყველაფერს უნდა იპარავდეს მაი გაჭირვებულიო!"

'.$TEXT['print'].'