ექსკლუზივი:სპეცსამსახურებმა "კარიერების მაფიის" წარმომადგენელი ქრთამის მიცემის ფაქტზე დააკავეს
ავტორი: გურიის მოამბე
ექსკლუზივი:სპეცსამსახურებმა "კარიერების მაფიის" წარმომადგენელი ქრთამის მიცემის ფაქტზე დააკავეს

უშიშროების სამინისტროს ანტიკორუფციულმა სამსახურმა, ქრთამის მიცემის ფაქტზე, გურიის მდინარეებზე არსებული კარიერებიდან უკანონოდ მოპოვებული ინერტული მასალების სხვადასხვვა მშენებარე ობიექტებზე მთავარი მიმწოდებელი, ვინმე ვ. გ-ძე დააკავეს.

როგორც "გურიის მოამბეს" კონფიდენციალურმა წყარომ აცნობა, დაკავება გუშინ წინ, 25 მაისს მოხდა, თუმცა ზუსტი ადგილი უცნობია.

დაკავებისას ბრალდებული ქრთამს (რამდენიმე ატასი ლარი), გურიის "გედეის" (გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის გურიის სწრაფი რეაგირების განყოფილება),უფროსს აძლევდა.

დაკავების ოპერაციაში ანტიკორუფციული სამსახურის ოცამდე თანამშრომელი მონაწილეობდა.

როგორც "გურიის მოამბეს" ანტიკორუფციულ სამსახურთან დაახლოებულმა წყარომ აცნობა, დაკავებული ვ. გ-ძით, გამოძიება ცდილობს იმ ადამიანებზე გასვლას, რომლებიც წლებია გურიაში უკანონოდ აწარმოებენ მდინარეებში ინერტული მასალის მოპოვებას.

ცნობისათვის: ამ მიმართულებით ანტიკორუფციული სამსახური რამდენიმე თვეა ოპერატიულ საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებს  და ამ სამსახურმა გამოძიების ფარგლებში ზემოაღნიშნული დეპარტამენტის გურიის წარმომადგენლობაში ათამდე თანამშრომელი დააკავა, ხელმძღვანელი კი მომხდარის შემდეგ გადადგა.

იმავე წყაროს ცნობით, გურიაში უახლოეს მომავალში ხმაურიანი დაკავებები იგეგმება, მათ შორის პირველ რიგში ე.წ. "ქვიშის კარიერის გენერლების".

"გურიის მოამბე" აგრძელებს ამ თემაზე მუშაობას და ვრცლად მასალას მომხდართან დაკავშირებით ამ დღეებში შემოგთავაზებთ.

 

'.$TEXT['print'].'