ჩოხატაურის მოსახლეობა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს
ავტორი: გურიის მოამბე
ჩოხატაურის მოსახლეობა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს

ამის შესახებ განცხადება ადგილობრივებმა დღეს სოფელ კოხნარში გამართულ აქციაზე გააკეთეს. ადგილობრივმა მოსახლეობამ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ სოლიდარობის მიზნით აქცია სოფელში დღეს 12 საათზე გამართა. აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს ასევე ხელისუფლების უყურადღებობა სოფლის მოსახლეობის მიმართ. კერძოდ, მათ განაცხადეს, რომ ჭარბტენიანობის გამო მოსახლეობა ლუკმაპურის გარეშე რჩება, ხმება ხეხილი, ფუჭდება საყანე ფართობები, ხილი. ხელისუფლება კი ხალხის პრობლემებისთვის ვერ იცლის  და მოსახლეობას ყურადღებას არავინ აქცევს. აქედან გამომდინარე, ჩოხატაურის მოსახლეობა მოითხოვს დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები .

'.$TEXT['print'].'