უშიშროებაში დაბარებული ახალგაზრდა, რომელიც გაუჩინარდა - შვილმოკლული დედა საქმის გამოძიებას ითხოვს
ავტორი: გურიის მოამბე
უშიშროებაში დაბარებული ახალგაზრდა, რომელიც გაუჩინარდა - შვილმოკლული დედა საქმის გამოძიებას ითხოვს

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში მცხოვრები როლანდ რამიშვილი 1997 წლის 27 აგვისტოს ჩოხატაურის უშიშროებაში დაიბარეს, საიდანაც ის უგზო-უკვლოდ გაქრა.

მოგვიანებით, მისი დასახიჩრებული გვამი სამტრედიის რაიონის სოფელ ქვაყუდეში აღმოაჩინეს. მაშინდელმა უშიშროების უფროსმა ელგუჯა ცინცაძემ და პოლიციის უფროსმა ავთანდილ ვასაძემ არაჯეროვნად გამოიძიეს საქმე,  ხან სამტრედია იძიებდა, ხან ჩოხატაური, ხან ოზურგეთი და დღეს თაროზეა შემოდებული" - განაცხადა დღეს სოფელ კოხნარში გამართულ სოლიდარობის აქციაზე  როლანდ რამიშვილი  დედამ, იამზე რამიშვილმა.

შვიმოკლული დედა საქმის გამოძიებას ითხოვს და მოუწოდებს ხელისუფლებას დასაჯოს მისი შვილის მკვლელები.

აქციაზე შეკრებილმა ადგილობრივებმა ხელისუფლება უყურადღებობაში დაადანაშაულეს და მთავრობის გადადგომა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოითხოვეს.

კოხნარში აცხადებენ, რომ მოსახლეობა მკვეთრად მომატებული ჭარბტენიანობის გამო შიმშილობის საშიშროების წინაშე დგას ხელისუფლება კი ხალხს არ უსმენს.

"ხმება და ლპება ლობიო, სიმინდი, ბოსტნეული, ხეხილი ხელისუფლებას ჩვენი პრობლემები არ ადარდებთ"-აცხადებენ ისინი. აქციაში მონაწილეობდა შვილმოკლული დედა იამზე რამიშვილი, რომლის შვილის მისდივე თქმით 1997 წლის 27 აგვისტოს ადგილობრივმა უშიშროებამ დაიბარა რის შემდეგაც გაქრა, ოდნავ მოგვიანებით კი მისი დასახიჩრებული გვამი მეზობე სამტრედიის რაიონის სოფელ ქვაყუდეში აღმოაჩინეს.

აქციის მონაწილეებს გამოტანილი ჰქონდათ წარწერები "სოლიდარობა ზაზა სარალიძეს" და "სოლიდარობა მალხაზ მაჩალიკაშვილს" , ასევე - "ოცნება მავნეა გადადექი"

 

'.$TEXT['print'].'