მოხუცი რომელმაც ფაროსანას საწინააღმდეგო ხსნარი შეცდომით დალია ოზურგეთიდან ჩოხატაურში გადაიყვანეს
ავტორი: გურიის მოამბე
მოხუცი რომელმაც ფაროსანას საწინააღმდეგო ხსნარი შეცდომით დალია ოზურგეთიდან ჩოხატაურში გადაიყვანეს

79 წლის მოხუცი, რომელმაც საკუთარ საცხოვრებელ სახლში შეცდომით ფაროსანას საწინააღმდეგო ხსნარი დალია, დამატებითი კვლევები ოზურგეთში, მედალფას კლინიკაში ჩაუტარდა და ის ამ წუთებში კვლავ მედალფას ჩოხატაურის კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

როგორც "მედალფას" ჩოხატაურის კლინიკის დირექტორი, ანტონ ხუნდაძე აცხადებს, მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში მცხოვრები 79 წლის რობერტ თოდუა კლინიკაში 31 მაისს მოათავსეს.

ის მისმა მეუღლემ, იმავე დღეს, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ტუალეტში, წაქცეული და გონწასული ნახა.

როგორც ექიმი ვახტანგ გაჩეჩილაძე გვიყვება, ოჯახმა 112 ში დარეკა და ადგილზე სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მისვლის შემდეგ გაირკვა, რომ მოხუცს ფაროსანას საწინააღმდეგო სითხე ჰქონდა დალეული.

მას კლინიკაში ჩაუტარდა აუცილებელი პროცედურები და მკურნალობას ისევ ჩოხატაური მედალფაში აგრძელებს.

როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, მოხუცი მძიმე ავადმყოფი იყო, მას ინსულტი აქვს გადატანილი და მახსოვრობის პრობლემა აქვს. 

'.$TEXT['print'].'