„ივანიშვილი ღმერთმა გადმოგვიგდო"-გურანდა გაბუნია გიორგი შენგელაის პასუხობს
ავტორი: გურიის მოამბე
„ივანიშვილი ღმერთმა გადმოგვიგდო"-გურანდა გაბუნია გიორგი შენგელაის პასუხობს

გურანდა გაბუნია აცხადებს,  რომ ბიძინა ივანიშვილზე გიორგი შენგელაიას მიერ გაკეთებული განცხადება მისთვის გაუგებარი და გულდასაწყვეტია.

„ეს არის დიდი რეჟისორი და უნიჭიერესი კაცი. არ მესმის რატომ დასჭირდა ამის თქმა, ნერვებმოშლილი იყო ეტყობა. ნორმალური კაცი რატომ იტყვის ამას? მაგრამ რას იზამ... ცხოვრება რომ მიდის, ადამიანები ძალიან იცვლებიან. ძალიან გულდასაწყვეტია, ასეთი რაღაც რომ თქვა. 

„ივანიშვილი ღმერთმა გადმოგვიგდო და მთელს საქართველოში გაჭირვებულ ხალხს ეხმარება; რამდენი რამ გაუკეთა, რამდენი ააშენდა, რამდენი გაარემონტა. ახლა ბათუმში აკეთებს... კიდევ ამის ლანძღვა, არ მესმის. 

„გიორგიზე მწყდება გული. მილიონი ხალხია ისეთი, ვისაც გული მისდის - „ამათ რატომ აძევენ ფულს და იმას არა“. საშინელი ხალხი ვართ. სხვას რომ ეთქვა, არ გამიკვირდებოდა. სხვებმა ალბათ არც იციან, რამდენ რამეს აკეთებს ბიძინა,“ - განაცხადა გურანდა გაბუნიამ "რეზონანსთან" საუბრისას.

'.$TEXT['print'].'