ნაცები ასე სამარცხვინოდ მაინც არ გვიჭერდნენ-"ქართული მარში" ხვალ აქციას უერთდება
ავტორი: გურიის მოამბე
ნაცები ასე სამარცხვინოდ მაინც არ გვიჭერდნენ-"ქართული მარში" ხვალ აქციას უერთდება

10 ივნისს ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციას პარლამენტთან "ქართული მარში" უერთდება. ინფორმაციას ამის შესახებ თავად "ქართული მარშის" ლიდერი სანდრო ბრეგაძე ავრცელებს სოციალური ქსელის მეშვეობით:

„10 ივნისს 16 საათზე პირადად მე, ჩემს მეგობრებთან ერთად მონაწილეობას ვიღებ აქციაში! რუსთველზე მივდივარ…ნაცები ასე სამარცხვინოდ მაინც არ გვიჭერდნენ, საქმეებს მაინც "გვიკერავდნენ". შეურაცხყოფა მოგვაყენეს, რომელსაც არც მე გადავყლაპავ და არც სხვა. ვისაც უნდა იმან გადაყლაპოს და მოითმინოს“.

'.$TEXT['print'].'