ჩოხატაურში 12 მეგავატი სიმძლავრის კალაშა ჰესის მშენებლობა მიმდინარეობს
ავტორი: გურიის მოამბე
ჩოხატაურში 12 მეგავატი სიმძლავრის კალაშა ჰესის მშენებლობა მიმდინარეობს

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში, მდინარე კალაშას (გუბაზოულის შენაკადი) ხეობაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა მიმდინარეობს.

შპს „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ დაკვეთით, საქართველოს მთავრობასთან და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით, ორსაფეხურიანი კასკადის მშენებლობა დაიწყო, რომლის ჯამური სიმძლავრე 12 მეგავატი იქნება. ამჯერად, პირველი საფეხურის (5 მეგავატი) მშენებლობა მიმდინარეობს.

როგორც მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელებმა  განაცხადეს, მშენებლობაზე, ჯერჯერობით, 17 ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული. სამუშაოების მოცულობის ზრდასთან ერთად, დასაქმებულთა რაოდენობა გაიზრდება. 
პროექტი არ ითვალისწინებს კაშხლის მშენებლობას. ტურბინებამდე წყლის ნაკადის მიწოდება განხორციელდება მიწისქვეშ განთავსებული მილების მეშვეობით, რაც ეკოსისტემის შეცვლასა და გარემოზე ზემოქმედებას მინიმუმადე შეამცირებს. 

'.$TEXT['print'].'