რატომ ვერ ახერხებენ ოზურგეთის მომსახურების სააგენტოში მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩაბარებას?
ავტორი: გურიის მოამბე
რატომ ვერ ახერხებენ ოზურგეთის მომსახურების სააგენტოში მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩაბარებას?

საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის ფილიალში, სადაც მართვის მოწმობის ასაღები თეორიული გამოცდები ბარდება, ხშირია შემთხვევა, როცა ქსელი გაურკვეველი მიზეზით გათიშულია და მოქალაქეები გამოცდის ჩაბარებას ვერ ახერხებენ.

გამოცდის ჩასაბარებლად მისულ მოქალაქეებს გაურკვეველი ვადით უწევთ ლოდინი. 

როგორც მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი ჩვენთან საუბრისას ამბობს, ასეთი ხარვეზები ხშირია.

კონკრეტულად დღეს კი ქსელი საქართველოს მასშტაბითაა გათიშული და ჯერჯერობით მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება- "ვცდილობთ მიზეზის დადგენას, თუმცა ვერ გეტყვით, როდის მოხდება ეს, 4-5 საათიც ხშირადაა გამორთული" - აცხადებს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი.

'.$TEXT['print'].'