„მიშას დროს“ დაგებულ ასფალტზე მანქანა მშვიდად გასრიალდა...41 შემოხაზა...კმაყოფილი იყო"...
ავტორი: გურიის მოამბე
„მიშას დროს“ დაგებულ ასფალტზე მანქანა მშვიდად გასრიალდა...41 შემოხაზა...კმაყოფილი იყო"...

„ძალიან ეჩქარებოდა, ამიტომ დილით ადრე დააყენა მაღვიძარა.. 
06:00-ზე უკვე ფეხზე იდგა.. 
ყავა დალია, ტანთ ჩაიცვა და ბინიდან გარეთ გამოვიდა.
..სადარბაზოში ავტომატურად აინთო „მიშას დროს“ დაყენებული განათება.. კიბეები ჩაიარა, „მიშას დროს“ დამონტაჟებული კოდიანი სადარბაზოს კარი გააღო და ეზოში გავიდა. 
ჯერ კიდევ ბნელოდა, მაგრამ მას არაფრის ეშინოდა.. „მიშას დროს“ ქუჩაში ნებისმიერ დროს მშვიდად დადიოდა.
აი, მისი მანქანაც, რომლიდანაც „მიშას დროს“ არც მაგნიტოფონი მოუპარავთ და არც საბურავები მოუხსნიათ. კარი გააღო, ჩაჯდა, „მიშას დროს“ ყოველგვარი ქრთამის გარეშე აღებული მართვის მოწმობა შეიმოწმა, ღვედი გაიკეთა (რომლის გაკეთებაც „მიშას დროს“ აიძულეს და რომელმაც ერთხელ სიკვდილს გადაარჩინა) და მანქანა დაძრა...
„მიშას დროს“ დაგებულ ასფალტზე მანქანა მშვიდად გასრიალდა.. 
ჩაუარა „მიშას დროს“ გაკეთებულ ლამაზ სკვერს, საბავშვო მოედანს, ხელოვნურსაფარიან სტადიონს და „მიშას დროს“ დამონტაჟებული წამების ამთვლელი შუქნიშნის შემდეგ, ძირითად გზაზე გავიდა. 
თენდებოდა... 
ქუჩაში მეეზოვეები გამოფენილიყვნენ და ტერიტორიას ასუფთავებდნენ... უკვე გამოჩნდა „მიშას დროს“ შემოყვანილი რამდენიმე ყვითელი ავტობუსი... მარჯვნივ მოუხვია, ჩაუარა „მიშას დროს“ აშენებულ რამდენიმე ახალ კორპუსს, შუშისკედლებიან პოლიციის შენობას და
„მიშას დროს“ აშენებული ესტაკადით „მიშას დროს“ გარემონტებულ სანაპიროზე გავიდა.
აქ სადღაც ახლოს, „მიშას დროს“ ბანკიდან გამოტანილი კრედიტით გახსნილი მისი მაღაზია იყო, რომელიც „მიშას დროს“ არავის დაუყაჩაღებია და შეუწუხებია, მაგრამ დღეს იქ საქმე არ ჰქონდა, დღეს ოფიციალური დასვენების დღე იყო!
ქალაქი დატოვა და „მიშას დროს“ აშენებული ავტობანით დასავლეთის გზას დაადგა. 
აი „მიშას დროს“ აგებული ხიდი.. აი „მიშას დროს“ გაყვანილი გვირაბი.. „მიშას დროს“ კეთილმოწყობილი ბენზინგასამართი სადგურები.. „მიშას დროს“ გახსნილი კაფე და სუპერმარკეტი გზის პირას...
2,5 საათში (რაც „მიშას დრომდე“ წარმოუდგენელი იყო), უკვე ქუთაისშია.. გზად არავის შეუწუხებია და ფული არ გამოურთმევია. 
აი „მიშას დროს“ გარემონტებული ქუთაისის ცენტრიც, „მიშას დროს“ აგებული შადრევანი, „მიშას დროს“ აღდგენილი ბაგრატი..
აი, მისი საარჩევნო უბანიც.. შევიდა, კომისიის წევრს „მიშას დროს“ უპრობლემოდ და სწრაფად აღებული პირადობა მიაწოდა, საარჩევნო ბიულეტენი აიღო, კაბინაში შევიდა და... 
41 შემოხაზა...
საკუთარი თავით კმაყოფილი იყო"...

ლაშა გაბელია
ოქტომბერი 2012 წელი 

'.$TEXT['print'].'