ჩოხატაურელი ბავშვის მდგომარეობა, რომელიც ველოსიპედით ბოძს შეასკდა მძიმეა
ავტორი: გურიის მოამბე
ჩოხატაურელი ბავშვის მდგომარეობა, რომელიც ველოსიპედით ბოძს შეასკდა მძიმეა

დაბა ჩოხატაურში მცხოვრები 9 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელიც წუხელ დაბაში ველოსიპედით სეირნობისას ელექტრო ბოძს შეასკდა, სტაბილურად მძიმეა.

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" ჩოხატაურიდან აცნობეს. ბავშვი ჩოხატაურის "მედალფას" კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.

როგორც კლინიკის მენეჯერი, ანტონ ხუნდაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, პაციენტის მდომარეობა ამ დროისთვის მძიმეა, თუმცა სტაბილური.

ხუნდაძის თქმით, ბავშვს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

9 წლის გ.დ, რომელსაც ველოსიპედი სამი დღის წინ მშობლებმა შეუძინეს, ამავე ველოსიპედით სეირნობისას, წუხელ მძიმედ დაშავდა.

დაშავებულის ახლობლის თქმით, ბავშვი სახლიდან სასეირნოდ გამოვიდა, მის საცხოვრებელ სახლთან ახლოს კი, დაღმართში მიმავალმა თავის შეკავება ვერ შეძლო და ბოძს შეასკდა. 

 

 

 

'.$TEXT['print'].'