ექსკლუზივი - ქვეყნის პრეზიდენტობისთვის ერთი ოზურგეთელი და ერთი ლანჩხუთელიც იბრძოლებს
ავტორი: გურიის მოამბე
ექსკლუზივი - ქვეყნის პრეზიდენტობისთვის ერთი ოზურგეთელი და ერთი ლანჩხუთელიც იბრძოლებს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატის რეგისტრაციისათვის 46 საარჩევნო სუბიექტმა და საინიციატივო ჯგუფმა მიმართა.

"ცეესკოს" მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ ჩამონათვალტა შორის 22 ადგილზეა საინიციატივო ჯგუფი ავთანდილ მარგიანის ხერლმძღვანელობით, რომლებიც საპრეზიდენტო კანდიდატად ბონდო ბარათაშვილის დარეგისტრირებას მოითხოვენ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის მკვიდრი ბონდო ბარათაშვილი წლების განმავლობაში ყაზახეთში ცხოვრობდა, შევარდნაძის მმართველობის დროს ის რამდენიმე წელი საქართველოს წარმომადგენელიც კი იყო შუა აზიის ხსენებულ რესპუბლიკაში. ბარათაშვილი ამჟამად თბილისში ცხოვრობს.

ბარათაშვილი ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო 1995 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაშინდელი ვიცე პრემიერის ავთანდილ მარგიანის პოლიტიკური ორგანიზაციიდან და გამარჯვების დიდი შანსიც ჰქონდა თუმცა მის მხარდამჭერთა გასაოცრად როცა საარჩევნო ბიულეტენები გურიის ადმინისტრაციულ ცენტრში ჩამოვიდა - ბარათაშვილის გვარი ბიულეტენში არ აღმოჩნდა და საბოლოოდ იმ არჩევნებში მაშინდელი ხელისუფლების ფავორიტმა ზაზა სიორიძემ გაიმარჯვა.

ირაკლი გორგაძეც თბილისში ცხოვრობს, ის ამავე სიაში რიგით 33-ა. გორგაძე წარმოშობით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათიდანაა.

ბარათაშვილისაგან განსხვავებით ის საპრეზიდენტო კანდიდატად არა საინიციატივო ჯგუფმა, არამედ პოლიტიკურმა ორგანიზაციამ "მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის" დაარეგისტრირა.

ირაკლი გორგაძე 2004 წელს გურიის მაშინდელი გუბერნატორის, ჟანი კალანდაძის მოადგილე იყო, ოდნავ მოგვიანებით, კალანდაძის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ,  ის გუბერნატორის მოვალეობას რამდენიმე თვე ასრულებდა, მომდევნო წლის შემოდგომაზე კი ის ალეკო ცინცაძემ ჩაანაცვლა.

გორგაძე საქართველოს მოსახლეობამ ოზურგეთში მომხდარი წყალდიდობის დროს გავრცელებული პოპულარული კადრებით გაიცნო, როცა მას, ქალაქ ოზურგეთში, გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე დატბორილი მრავალსართულიანი სახლებიდან ხელში აყვანილი ბავშვი გამოყავდა.

 

'.$TEXT['print'].'