"ქართული ოცნების" ულტიმატუმი გურიის გუბერნატორს
ავტორი: გურიის მოამბე
"ქართული ოცნების" ულტიმატუმი გურიის გუბერნატორს

როგორც "გურიის მოამბეს" საკუთარი წყარო მმართველი პარტიის ოზურგეთის ოფისიდან ატყობინებს, ოზურგეთის "ქართული ოცნების" ხელმძრვანელებმა გურიის გუბერნატორს, ზურაბ ნასარაიას ულტიმატუმი წაუყენეს.

ადგილობრივი "ქართული ოცნების" ე.წ. "ელიტა" ბატონ ზურაბ ნასარაიასაგან გურიის გუბერნიაში მაყვალა დარჩიას, რუსუდან მემარნიშვილის, ვოვა კუნჭულიას და ვასილ ქარჩავას დაუყოვნებლივ დასაქმებას ითხოვს.

როგორც ჩვენი წყარო იტყობინება, მერაბ ჭანუყვაძის გუბერნატორობის დროს გურიის გუბერნიამ ოთხ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. 

ყოფილ გუბერნატორს ზემოთჩამოთვლილი პირები უკვე შერჩეული ყავდა და ისინიც გუბერნიაში ინიშნებოდნენ, თუმცა, მას შემდეგ, რაც ჭანუყვაძე ნასარაიამ შეცვალა, ახალმა გუბერნატორმა კონკურსი გააუქმა და შესაბამისად აღნიშნული პირები გუბერნიის მიღმა დარჩნენ.

ადგილობრივი "ქართული ოცნების" გაღიზიანებაც სწორედ კონკურსის გაუქმებამ გამოიწვია.

ვრცელდება ასევე ხმები, რომ ახალ გუბერნატორს ძველი (ჭანუყვაძე) დემონსტრაციულად არც მიესალმა და მითუმეტეს ფორმალურად მას საქმიანობაში წარმატებებიც კი არ უსურვა (მოქმედი და ყოფილი გუბერნატორები ერთმანეთს ოზურგეთში, სასტუმრო "სემში".. ბატონების ირაკლი კობახიძისა და კახი კალაძის სტუმრობის დროს შეხვდნენ).

ამასობაში იმავე წყაროს ცნობით, გუბერნატორს ულტიმატუმი "ოცნების" საკრებულოს წევრებმაც-მარი ჩხიკივიშვილმა, ქეთი ვასაძემ და ხათუნა ცერცვაძემაც წაუყენეს.

ეს სამეული ბატონ ზურაბ ნასარაიასაგან ოზურგეთის მერის იმპიჩმენტის მზადების პროცესში დახმარებასა და ჩართულობას სთხოვენ.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გზას დაადგება ახალი გუბერნატორი, პირველ საკითხში რომ მას განსხვავებული ხედვა აქვს ცხადია, ეს მოვლენების განვითარებამ დაადასტურა, თუმცა რა პოზიციას დაიჭერს გუბერნატორი მერთან დაკავშირებით, ეს უცნობია.

'.$TEXT['print'].'