ოპოზიცია ცეესკოს საუბნო კომისიებიდან სამასამდე წევრისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს
ავტორი: გურიის მოამბე
ოპოზიცია ცეესკოს საუბნო კომისიებიდან სამასამდე წევრისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის, გურიის რეგიონალური შტაბის ხელმძღვანელი, ლევან ხაბეიშვილი ცეესკოს გურიის საუბნო საარჩევნო კომისიებიდან სამასამდე წევრისათვის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს.

ხაბეიშვილის განცხადებით, ასეულობით წევრი საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიებში პირდაპირ "ქართული ოცნების" მითითებით დანიშნა და არცერთ შემთხვევაში არ გაითვალისწინა არც გამოცდილება არც კვალიფიკაცია და საერთოდ არ გაეცნო ამ პირთა განცხადებებს:

"აი ნახეთ ასეულობით ასეთი განცხადებები გვაქვს სადაც გამოცდილების გრაფაში საერთოდ არაფერი არ უწერიათ განცხადებებში, უმრავლესობას კი პირდაპირ "არა" უწერია, ეს და არსებობს სხვა უამრავი დოკუმენტი რაც სრულ იურიდიულ საფუძველს იძლევა ეს პირები უკან გამოიწვიოს ცეესკომ, ამას თუ არ გააკეთებენ მივმართავთ სასამართლოს და ამას სასამართლოს ძალით გავაკეთებთ'-აცხადებს ხაბეიშვილი.

'.$TEXT['print'].'