დიმა კორიფაძე: "ამ დღეებში "ქართულ ოცნებას" რამდენიმე დეპუტატი და სოფლის გამგებელი დატოვებს"
ავტორი: გურიის მოამბე
დიმა კორიფაძე: "ამ დღეებში "ქართულ ოცნებას" რამდენიმე დეპუტატი და სოფლის გამგებელი დატოვებს"

ჩოხატაურის ოპოზიციის ერთ ერთი ლიდერი ხელისუფლების ჩამოშლას აანონსებს

"ამ დღეებში "ქართულ ოცნებას" ჩოხატაურის მერის რამდენიმე წარმომადგენელი და მათი თანაშემწეები, ასევე საკრებულოს დეპუტატები პროტესტის ნიშნად დატოვებენ, არავის არ სურს სალომე ზურაბიშვილისათვის ხმის მიცემა, მმართველი პარტიის რღვევა დაწყებულია"

ეს განცხადება "გურიის მოამბესთან" საუბარში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ჩოხატაურის რაიონული ორგანიზაციის ლიდერმა, დიმა კორიფაძემ, დღეს, ჩოხატაურის საკრებულოს ზემოხეთის მაჟორიტარი დეპუტატის, ერეკლე უღრელიძის მიერ უმრავლესობის დატოვებაზე კომენტარისას გააკეთა.

ერეკლე უღრელიძემ უმრავლესობა გუშინ დატოვა.

ჩოხატაურის საკრებულოს კანცელარიაში დეპუტატის მიერ უმრავლესობის დატოვება დაადასტურეს, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარემ, ზაალ მამალაძემ, მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა.

"გურიის მოამბეს", ამ საკითხზე, კომენტარი არც ჩოხატაურის საკრებულოს ადმინისტრაციაში გაუკეთეს.

 

'.$TEXT['print'].'