"გურიაში სახელმწიფო სერვისებით სარგებლობის ხარისხი ცენტრებსა და გარეუბნებს შორის განსხვავებულია" "პროგრესის სახლის" კვლევა
ავტორი: გურიის მოამბე
"გურიაში სახელმწიფო სერვისებით სარგებლობის ხარისხი ცენტრებსა და გარეუბნებს შორის განსხვავებულია" "პროგრესის სახლის" კვლევა

მოსახლეობის კმაყოფილების ხარისხის კვლევის საბოლოო ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის, მუნიციპალური სერვისებით გამოვწეული მოსახლეობის კმაყოფილების კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.

კვლევა მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული სერვისების შეფასებისა და მოსახლეობის კმაყოფილების ხარისხის გასაზომად, ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრმა- ,,პროგრესის სახლმა“ განახორციელა. კვლევის მიზანი იყო, გამოევლინა ქალაქ ლანჩხუთის ტერიტორიაზე კომუნალური სერვისების ხელმისაწვდომობა, რამდენად კმაყოფილია მოსახლეობა მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული სერვისებით, აკმაყოფილებს თუ არა იმ საჭიროებებს ის მომსახურება, რომელსაც მოსახლეობა აღნიშნული სერვისებით იღებს და რა კუთხით საჭიროებენ ხელისუფლების ყურადღებას.

როგორც ,,პროგრესის სახლის“ წარმომადგენლებმა მინდია სალუქვაძემ აღნიშნა, კვლევა ორ ეტაპად ჩატარდა, აგვისტოსა და იანვარში. კვლევის ანგარიშის შედეგებმა აჩვენა, რომ მომსახურების მიწოდება გარკვეულწილად განსხვავდება ქალაქის ცენტრსა და გარეუბნებში.

,,კვლევა ჩატარდა ქალაქ ლანჩხუთის ტერიტორიაზე არსებულ 78 ქუჩაზე, რომელიც დაყოფილია ოთხ საარჩევნო უბნად. გამოყენებული იყო შეფასების რამდენიმე მეთოდი: ორგანიზაციული ჩანაწერების შესწავლა გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე, სოციოლოგიური გამოკითხვა და კვალიფიციურ დამკვირვებელთა რეიტინგი (შეფასება)”, აღნიშნა მინდია სალუქვაძემ.

პროექტის მიზანია, მექანიზი, რომელიც ურბანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიითაა შემუშავებული, დაინერგოს მუნიციპალური სერვისების მიმწოდებელ ორგანიზაციებში, რათა უფრო მოსახერხებელი გახდეს გაწეული სერვისებით მოსახლეობის კმაყოფილების გაზომვა.

პროექტი „ელექტრონული მექანიზმები ღია თვითმმართველობისათვის“ ხორციელდება ინოვაციების და სამოქალაქო განათლების ცენტრი - პროგრესის სახლის მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS - ის პროექტის ფარგლებში.


'.$TEXT['print'].'