ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი 193 ათასი ლარის საწვავს მოიხმარს
ავტორი: გურიის მოამბე
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი 193 ათასი ლარის საწვავს მოიხმარს

ჩოხატაურის მერია და საკრებულო მიმდინარე წელს 85 ათას ლიტრ უმაღლესი ხარისხის ბენზინსა და ცხრა ტონა ნახევარ ასევე უმაღლესი ხარისხის დიზელის საწვავს მოიხმარს.

ეს ინფორმაცია ჩოხატაურის მერს, ირაკლი კუჭავასა დაბენზინგასამართი სადგურების ქსელ "რომპეტროლს" შორის გაფორმებული ხელსეკრულებებიდან ხდება ცნობილი.

ჩოხატაურის მერმა მიმდინარე წლის 9 დან 15 იანვრამდე "რომპეტროლთან" სამი ხელშეკრულება გააფორმა, პირველი ხელშეკრულება 130 ათას ლარზე 9 იანვარს გაფორმდა, რაც 65 ათასი ლიტრი ბენზინის შეძენას ითვალისწინებს, მეორე ასევ 9 იანვარს 22 ათასი ლარია და ცხრა ტონა ნახევარი უმაღლესი ხარისხის დიზელის შეძენას იტვალისწინებს, ხოლო მესამე 15 იანვარს, რომელიც 20 ტონა ბენზინის შეძენას ითვალისწინებს.

როგორც "გურიის მოამბეს" ჩოხატაურის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გოგიბერიძემ უთხრა, დღეისათვის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს პირად მფლობელობაში 11 ავტომობილი ჰყავს, აქედან 2 საკრებულოს ემსახურება, 9 კი მერიას.

იმავე გოგიბერიძის მტკიცებით, მერიას ავტომანქანებით მომსახურებაზე კერძო მფლობელებთან საიჯარო ხელშეკრულება გაფორმებული არ აქვს.

 

'.$TEXT['print'].'