"ოყო შევარდნაძე, სააკაშვილი, შემდეგ მოვიდა ბიძინა"...
ავტორი: გურიის მოამბე
"ოყო შევარდნაძე, სააკაშვილი, შემდეგ მოვიდა ბიძინა"...

"ბიბლიური თავისუფლების მთავარი მღვდელმსახური და გირჩის წევრი, ნიკა ობოლაძე საკუთარ ფეისბუკ გვერდზე საქართველოში ბოლო წლების მანძილზე მიმდინარე მოვლენებს, ხელისუფლებების ცვლილებებსა და მათ მთავარ მიღწევებსა და იმ "რკინის ხელზე" წერს, რომელსაც ხალხის ნების წინააღმდეგ მიმავალი ელიტა ბოლო კოზირად ყოველთვის იყენებდა.

.საქართველოში ბოლო 100 წელია ძალაუფლების მპყრობელნი „ხალხის სამსახურში დგანან“, მანამდე ღმერთს და „ჭეშმარიტებას“ ემსახურებოდნენ.

„ხალხის მსახური“ ხელისუფლებების მიერ ძალაუფლების მოპოვების და დაკარგვის ისტორიული ლოგიკა პრინციპში ყოველთვის ერთიდაიგივე იყო.

ხელისუფლებები მოდიოდნენ, მათი მიღწევა იყო თავად ეს „მოსვლა“-ც

მოდიოდნენ, აღწევდნენ რაღაც წარმატებებს სხვადასხვა მასშტაბებით, რაღაც მომენტში ირჩვდნენ არასწორ გზას, თავიანთ წიაღში ხელისუფლების გადასარჩნად შობდნენ „რკინის ხელს“ და მაინც მიდიოდნენ.

მეფის რუსეთის დამარცხება, ურბანიზაცია, მექანიზაცია, კანალიზაცია და "ნამგლიდან კოსმოსამდე გზა" - ცალკე აღებული შესაძლოა ვინმეს იმ ეტაპზე განეხილა წარმატებებად.

მაგრამ სისტემა რომლის არსებობის საწყისი პრინციპიც ადამიანის თავისუფლება კი არა, ხალხზე ბატონობა გახდა, რა თქმა უნდა დაადგა გახრწნის და სიკვდილის გზას.

ხალხის ნების წინააღმდეგ მიმავალი ელიტა ბოლო კოზირად ყოველთვის იყენებდა „რკინის ხელს“

მოვიდა  შევარდნაძე, რომელის მმართველობის საწყის ეტაპსაც უკავშირდება სამოქალაქო ომის დასრულება, სტაბილურობა, პრივატიზაცია (კარგი თუ ცუდი), ფრაზების გაჟღერება რომ ჩვენ ევროპისკენ და ნატოსკენ მივისწრაფვით და სხვა.

მოკლედ შევარნაძის მმართველობის საწყის ეტაპსაც ქონდა მიღწევები. შემდეგ ხელისუფლებამ კვლავ არასწოპრი გზა აირჩია, ძალაუფლება და კომფორტი გაუტკბა, ხალხი ფეხებზე დაიკიდა და მის მთავრობაში #1 პირიც გახდა - „რკინის კაცი“ - კახა თარგამაძე.

თარგამაძე მისი რებრენდული გაგრძელებით, ანუ კობა ნარჩემაშვილით იყო მაშინდელი ხელისუფლების ყველაზე გავლენიანი პირი - , რომელზე გათვლითაც უნდა შენარჩუნებინა ძალაუფლება იმ ჯგუფს და ჩვენ გვახსოვს ვარდების რევოლუციის ბოლო დღის კადრები, როცა ნარჩემაშვილი ბოლომდე იცავდა შევარდნაძის რეჟიმს და მეტიც, რევოლუციის შემდგომაც კი არ უნდოდა გადადგომა.

რკინის კაცმა ამ შემთხვევაშიც ვერ გადაარჩინა სისტემა.

მოვიდა სააკაშვილი, რომელმაც დაასრულა კორუფცია, უშუქობა, სეკვესტრი, უგზოობა, კრიმინალი და სხვა.

მოვიდა სააკაშვილი რომლის მმართველობის საწყისი ეტაპი, გზების დაგებასთან, შუქის მოსვლასთან, ჯანდაცვის რეფორმასთან, გადასახადების გამარტივებასთან და შემცირებასთან, მაშინ ძალიან პროგრესულ განათლების რეფორმასთან, ხალხისთვის ფორმიანი ყაჩაღების მოცილებასთან და სხვა წარმატებებთან იყო ასოცირებული.

მოკლედ მისი ხელისუფელბა ჟვანია, გილაური ბენდუქიძის და ეკონომკური გუნდის სხვა წევრების მიღწევები იყო გადამწყვეტწილად.

შემდეგ როგორც საბჭოთა კავშირის და შევარდნაძის ხელისუფელბის დროს მოხდა, სისტემამ შექმნა „რკინის კაცი“ და ყველაზე გავლენიანი მინისტრი მმართველობის მეორე ნახევარში ძალოვნებში უნდა გვეძებნა და არა ეკონომიკურ გუნდში.

მოკელდ სისტემამ გადასარჩნად აქაც რკინის კაცი შექმნა.

შემდეგ მოვიდა ბიძინა. მისი მოსვლაც ასევე საზოგადოების დიდი ნაწილისთვის თავისთავად მიღწევად იქნა აღქმული.

პატიმრების რაოდენობის 60 % -ით შემცირება, საყოველთაო ჯანდაცვა და „ჰუმანურობა“ გახდა მის მთავარ „მიღწევა“.

თუმცა აღვნიშნოთ რომ წინა ხელისუფლებებისგან განსხვავებით მისი მიღწევები მაინც მოკრძალებულია.

ამოიწურა „მიღწევები“ და სისტემამ ისევ მის წიაღში ისევ შვა რკინის კაცი-გახარია.

ანუ ისევ, სისტემამ შვა გახარია, თითქოს ქმედითი, ჭკვიანი, კარგი ტიპი, რომელმაც უნდა გადაარჩინოს ხელისუფელბა - ოღონდ ეს არა პიროვნული უნარების დამსახურება, არამედ ქვეყანაში არსებული სიტუაციის შედეგია.

ახლა ყველა ელოდება რომ 2020 არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ბიძინა გადააყენებს ბახტაძეს, დანიშნავს გახარიას და გაუშვებს მესიჯს: აჰა, ახალი ქმედითი ლიდერი, მოდით და ვენდოთ, ისე დაალაგებს სიღარიბის, ეკონომიკის და ქვეყნის წინსვლის თემებს როგორც შსს-ში ალაგებდაო - თქვენც ხომ ხედავდით რომ ალაგებდაო.

აქ ვინმეს დეჟავიუ ხომ არ აქვს და 2012 წლის ივლისი ხომ არ ახსენდება?

ისტორიამ გვასწავლა: რკინის კაცები ხელისუფლებების ბოლო ეტაპია.
ბიძინამ გვასწავლა: რომ ისტორია არც არაფერს გვასწავლის ან/და არ ვსწავლობთ მისგან.

ბატონი ბიძინას ენაზე რომ ვთქვა „პა ბალშომუ შოტუ“ ყველაფერი გადაწყვეტილია.

დარჩა „პა მენშემუ“ - ვინ რას რამდენის და როგორ გაკეთებას ცხოვრებაში.

ღმერთმა დალოცოს საქართველო"

'.$TEXT['print'].'