ასკურავა:"მთავრობამ ხალხს ბახმარო ილა კეჭაყმაძის ხელით წაართვა"
ავტორი: გურიის მოამბე
ასკურავა:"მთავრობამ ხალხს ბახმარო ილა კეჭაყმაძის ხელით წაართვა"

ოპოზიცია:"კურორტის განვითარების კი არა საკუთარი დაჩების მშენებლობის განკარგულებააა ეს"

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, კომპანია "ორბისათვის" კურორტ ბახმაროში ჰექტრობით მიწების გადაცემასთან დაკავშირებით, მკვეთრად უარყოფითად გამოეხმაურა ადგილობრივი ოპოზიცია.

"ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ლიდერები მიიჩნევენ რომ საქმე გვაქვს დიდ კორუფციულ გარიგებასთან, რომლის უკანაც მთავრობის გარკვეული წევრებისა და მმართველი პარტიის ლიდერების პირადი ინტერესები იკვეთება.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთერთი ადგილობრივი ლიდერი, ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი კახა ასკურავა, "გურიის მოამბესთან" საუბარში ირწმუნება, რომ ამ განკარგულების უკან თბილისის მერის და "ქართული ოცნების" ერთერთი ლიდერის, კახი კალაძის ბიზნეს ინტერესებია:

"კომპანია "ორბი" ფაქტიურად თბილისის მერის საკუთრებაა, ის მას მართავს ილა კეჭაყმაძისა და ამ უკანასკნელის სანათესაოს მეშვეობით. მაქვს ინფორმაცია, რომ მტავრობა ამ პროცესში ფორმალურად იყო ჩართული, ფაქტიურად ბახმარო კალაძემ, ილა კეჭაყმაძის ხელით ხალხს წაართვა"-აცხადებს ასკურავა.

თითქმის იგივე შინაარსის განცხადებას აკეთებს მთავარი ოპოზიციური პარტიის მეორე ადგილობრივი ლიდერი, ოზურგეთის საკრებულოს წევრი, დავით მჟავანაძე:

"საუბარია თითქოს კომპანიამ აიღო ვალდებულება განახორციელოს 50 მილიონიანი ინვესტიცია. ამ დროს არ არის დაკონკრეტებულიეს "ინვესტიცია" "ორბიმ" სად უნდა ცადოს, დიდი ალბათობიტ ეს ორმოცდაათი მილიონი მმართველი არტიის ყულაბაში წავა. თუ გადავხედავთ ბოლო სამ არჩევნებს და მასში ამ "კერძო" კომპანიის აქტივობას, ეს არც არის გასაკვირი. რადგან ბოლო არსაპარლამენტო  და განსაკუთრებით საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ე.წ. "ქუჩის ინფრასტრუქტურას-მათ ორგანიზებას და სხვადასხვა მიმართულებით უზრუნველყოფას გურიაში ამ კომპანიის მფლობელები უზრუნველყოფდნენ"-უთხრა "გურიის მოამბეს" მჟავანაძემ, მთავრობის ამ განკარგულების კომენტირებისას.

ცნობისათვის:  2019 წლის 15 მაისის მთვარობის განკარგულებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთმანეთის მომიჯნავედ, 9 მიწის ნაკვეთი სამშენებლო კომპანია „ორბის“ უკონკურსოდ გადაეცა. 5 წლის ვადაში კომპანიამ, არა ნაკლებ 120 ნომრიანი სასტუმრო და დამატებითი კომერციული ფართები უნდა ააგოს. კომპანიამ სულ 50 მილიონის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.  

ადგილობრივი ოპოზიცია ფიქრობს, რომ კომპანია „ორბი“ „ქართული ოცნების“ ოფიციალური დამფინანსებელია და არჩევნებზე „შავი ფულის“ შემომტანი.

ტერიტორიით დაინტერესებული იყო ავსტრიელი ინვესტორიც, რომელიც მზად იყო მიწაში ფულიც გადაეხადა და ხარისხიანი პროექტებიც განეხორციელებინათ, თუმცა სახელმწიფოსა და გამოცდილ ბიზნესმენს შორის მოლაპარაკებები არ შედგა. 

ხელისუფლებასა და კომპანია შორის, პოლიტიკურ და კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ”დემოკრატიული აუდიტის ცენტრის” ხელმძღვანელი, არმაზ ახვლედიანი. ის ამბობს, რომ მთავრობას სხვა ინვესტორების შეთავაზებები არც კი განუხილავს.

'.$TEXT['print'].'