ასეულათასობით გახარჯული თანხა უფუნქციო ობიექტებში -სახელმწიფო აუდიტი ჩოხატაურის ხელისუფლებას კრიმინალში ამხელს
ავტორი: გურიის მოამბე
ასეულათასობით გახარჯული თანხა უფუნქციო ობიექტებში -სახელმწიფო აუდიტი ჩოხატაურის ხელისუფლებას კრიმინალში ამხელს

აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების გარკვეული ნაწილი დაზიანებულია. მუნიციპალიტეტს ხარვეზების გამოსწორების მიზნით არ გაუტარებია შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები. შედეგად მოსახლეობამ ვერ მიიღო პროექტით გათვალისწინებული შედეგი გრძელვადიან პერიოდში.

"მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული ინფრასტრუქტურული პროექტების შესწავლით გამოვლინდა, რომ პროექტების ნაწილი ფუნქციურად დატვირთული არ არის, ხოლო ნაწილით სრულად ვერ სარგებლობს მოსახლეობა. მუნიციპალიტეტმა არ გაითვალისწინა ის გარემოებები, რომელთაც შესაძლოა ხელი შეეშალა პროექტების წარმატებით განხორციელებაში. მიუხედავად იმისა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობისთვის გადახდილია მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი, ობიექტები უფუნქციოა.

მუნიციპალიტეტის მიერ სტიქიის სალიკვიდაციოდ შეძენილი და მოსახლეობაზე გადაცემული მასალების ნაწილი გაუხარჯავი და დასაწყობებულია. მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო შესყიდული მასალების ხარჯვისა და გამოყენების კონტროლი. შედეგად, არ არის მიღწეული დაგეგმილი მიზნები. მუნიციპალიტეტმა რიგი სამშენებლო სამუშაოები შეისყიდა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. ობიექტები ჩაბარებულია და ანგარიშსწორება განხორციელებულია ფაქტობრივი დანახარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე, რაც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და არსებული პრაქტიკით იწვევს საბიუჯეტო სახსრების ზედმეტად ანაზღაურებას.

მუნიციპალიტეტმა შტატგარეშე მოსამსახურეები დაიქირავა მუდმივ ამოცანათა შესასრულებლად, რაც არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას. დაქირავებულების რაოდენობა 2016-2017 წლებში აღემატება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით დადგენილ ზღვრულ ნორმას.  სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა აღემატება მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. შედეგად, მუნიციპალიტეტმა ტრანსპორტის  2019 შესაბამისობის აუდიტის ანგარიში შენახვისა და ექსპლუატაციის ხარჯის გაწევისას არ დაიცვა საბიუჯეტო სახსრების რაციონალური და გონივრული ხარჯვის პრინციპები.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა რა აუცილებელი საჭიროებით იყო განპირობებული საკონსულტაციო და გარე აუდიტის მომსახურების შესყიდვა, ვინაიდან, მუნიციპალიტეტს გააჩნია შრომითი რესურსი და ვალდებულია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს აღნიშნული საქმიანობის განხორციელება. ამდენად, გამგეობის მიერ აღნიშნულ მომსახურებებზე გაწეულია არაგონივრული ხარჯი.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურებულია მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2016-2017 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი. შედეგად გამოვლინდა ათეულობით დარღვევა-ნაკლოვანებები" ნათქვამია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2016-17 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ოფიციალურ დასკვნაში.:

'.$TEXT['print'].'