ჩოხატაურში მილიონი ლარის განხორცილებული პროექტები ისე ჩაიბარეს- ხარისხის შემოწმება არც გახსენებიათ
ავტორი: გურიის მოამბე
ჩოხატაურში მილიონი ლარის განხორცილებული პროექტები ისე ჩაიბარეს- ხარისხის შემოწმება არც გახსენებიათ

"მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული კონტროლის პროცედურებით პროექტებზე შესრულებული სამუშაოების ხარისხი დადასტურებული არ იყო. შესაბამისად, მუნიციპალიტეტს არ ჰქონდა რწმუნება, სამუშაოების ხარისხის

შესაბამისობაზე მოქმედ სტანდარტებთან და ნორმებთან. მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტმა ჩაიბარა პროექტები და მიმწოდებელს სრულად აუნაზღაურა შესრულებული სამუშაოების ღირებულება" - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის ოფიციალურ დასკვნაში;

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2016-2017 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა და მისი ოფიციალური დასკვნა წელს გამოაქვეყნა. შედეგად როგორც არის ნათქვამი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2016-17 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ოფიციალურ დასკვნაში - გამოვლინდა ათეულობით დარღვევა-ნაკლოვანებები და გამოიკვეთა ჩოხატაურის ადგილბრივი ხელისუფლების ზერელე და არაკომპეტენტური დასმოკიდებულება მატზე დაკისრებული მოვალეობისადმი.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ 2016-2017 წლებში 9 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, ღირებულებით 727.8 ათასი ლარი.

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე კონტროლს და შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარებას ახორციელებს მუნიციპალიტეტში შექმნილი ინსპექტირების ჯგუფი, ასევე ხელშეკრულებით განსაზღვრულია სამუშაოების მიღება-ჩაბარება საექსპერტო დასკვნის ან/და გამოყენებული მასალების ხარისხის დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატების წარმოდგენის საფუძველზე.

წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლით გამოვლინდა, რომ მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს საექსპერტო დასკვნის წარმოდგენას, თუმცა დაკონკრეტებული არ არის როგორი ტიპის დასკვნა უნდა წარმოადგინოს მიმწოდებელმა. შესაბამისად, ექსპერტიზებით დადასტურებულია მხოლოდ  2019 შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 15 შესრულებული სამუშაოების მოცულობა და ღირებულება, ხოლო ხარისხი შეფასებულია მხოლოდ ვიზუალურად.

ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ხელშეკრულებების მიხედვით, შემსყიდველს ჰქონდა უფლება გამოყენებულ მასალებზე მოეთხოვა სერტიფიკატები, მუნიციპალიტეტს არ მოუთხოვია, ხოლო მიმწოდებელს 4 შემთხვევაში არ წარმოუდგენია ხარისხის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები. აღსანიშნავია, რომ პროექტების ჩაბარებისას, შემსყიდველი ორგანიზაციის მთავარი მიზანი არის მიიღოს სათანადო რწმუნება, რომ შესრულებული სამუშაოების ხარისხი შეესაბამება სამშენებლო ნორმებსა და სტანდარტებს. აღნიშნული რწმუნების მიღების ყველაზე საიმედო გზა არის ექსპერტიზით და შესაბამისი კვლევებით დადასტურდეს შესრულებული სამუშაოების ხარისხი. მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტმა საჭიროდ არ მიიჩნია მოეთხოვა ექსპერტიზისათვის ხარისხის შემოწმება.

წარმოდგენილი დოკუმენტებით, ასევე, ირკვევა, რომ შესრულებული სამუშაოები დაადასტურა მუნიციპალიტეტის ინსპექტირების ჯგუფმა. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის ინსპექტირების ჯგუფს სამუშაოების ხარისხის შესამოწმებლად არ აქვს სათანადო კვალიფიკაცია და მატერიალური რესურსი. შესაბამისად, არ აფასებს შესრულებული სამუშაოების ხარისხს და ადასტურებს მხოლოდ მოცულობებს.

აქედან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული კონტროლის პროცედურებით პროექტებზე შესრულებული სამუშაოების ხარისხი დადასტურებული არ იყო. შესაბამისად, მუნიციპალიტეტს არ ჰქონდა რწმუნება, სამუშაოების ხარისხის

შესაბამისობაზე მოქმედ სტანდარტებთან და ნორმებთან. მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტმა ჩაიბარა პროექტები და მიმწოდებელს სრულად აუნაზღაურა შესრულებული სამუშაოების ღირებულება.

გარდა ამისა, მუნიციპალიტეტი არ ახდენს განხორციელებული პროექტების მონიტორინგს, შესაბამისად, არ ფლობს ინფორმაციას დაზიანებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. აღნიშნული სისტემა ვერ უზრუნველყოფს ხარვეზების დროულად გამოვლენას და შემდგომ რეაგირებას. ობიექტების

დათვალიერებით ასევე, გამოვლინდა, რომ დაზიანებული ინფრასტრუქტურული პროექტებიდან , ღირებულებით 288.4 ათასი ლარი, ფუნქციურად დატვირთული არ იყო:

"გურიის მოამბე" ამ თემას კვლავ დაუბრუნდება და დეტალურად მოგაწვდით ინფორმაციას თუ სახის დარღვევები გამოავლინა აუდიტის სამსახურმა ირაკლი კუჭავას უწყებაში.

'.$TEXT['print'].'