ვინ მიითვისა ქვემო ერკეთში სარიტუალო დარბაზის მშენებლობისათვის გამოყოფილი თანხა
ავტორი: გურიის მოამბე
ვინ მიითვისა ქვემო ერკეთში სარიტუალო დარბაზის მშენებლობისათვის გამოყოფილი თანხა

ჩოხატაურის ხელისუფლებამ სოფელ ქვემო ერკეთში სარიტუალო დარბაზის მშენებლობაზე ათასობით ლარი გამოყო, თუმცა თანხების გახარჯვის მიუხედავად სოფელში არც სარიტუალო დარბაზი უნახავს ვინმეს და არც იქ ჩატარებული სამუშაოები - არადა ოფიციალური დოკუმენტაციით ჩოხატაურის გამგებელს ირაკლი კუჭავას მშენებარე ობიექტი  როგორც დასრულებული პროექტი ისე აქვს ჩაბარებული.

აღნიშნულ სოფელში სარიტუალო დარბაზის "მშენებლობას" სახელმწიფო აუდიტმას (შესაბამისობის აუდიტი) თავის ოფიციალურ დასკვნაში მთელი თავი მიუძღვნა:

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2016-2017 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. შედეგად გამოვლინდა ათეულობით დარღვევა-ნაკლოვანებები"  მათ შორის მათ შორის ქვემო ერკეთის სარიტუალო დარბაზის სარემონტო სამუშაოებზე.

"2016 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ტენდერი ქვემო ერკეთის სარიტუალო დარბაზის სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე.

სამუშაოები შეასრულა შპს „არტმაქსმა“. ხელშეკრულების ფარგლებში მოეწყო მეტალო-პლასტმასის ფანჯრები და შენობის შესასვლელში ლითონის კარი, ღირებულებით 9.6 ათასი ლარი. სამუშაოები მუნიციპალიტეტმა ჩაიბარა 2016 წლის 8 ნოემბერს.

2018 წლის 13 ივნისს აუდიტის ჯგუფმა, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერეს შესრულებული სამუშაოები. გამოვლინდა, რომ ხელშეკრულების ფარგლებში დამონტაჟებული ლითონის კარი დაზიანებულია, დაჟანგულია და არ იკეტება. მთლიანად ობიექტი საჭიროებს სრულ რეაბილიტაციას, რის გამოც შენობა არ ფუნქციონირებს.

შენობის რეაბილიტაციის სამუშაოები დამთავრდა 2017 წლის ნოემბერს.

პასუხისმგებელი პირის განმარტებით, 2016 წელს გამოყოფილი თანხა საკმარისი არ იყო ქვემო ერკეთის სარიტუალო შენობის სრულად რეაბილიტაციისათვის. 2017 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ პროექტების დაფინანსება შეწყდა, ხოლო მუნიციპალიტეტს ადგილობრივი ბიუჯეტით სამუშაოების გაგრძელება არ დაუგეგმავს. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, შენობის რეაბილიტაცია იგეგმება 2019 წელს. შედეგად, სარიტუალო დარბაზი დაუსრულებელია და არ ფუნქციონირებს.

სარიტუალო დარბაზის ერთ ოთახში 10 კვ.მ-ზე განთავსებულია სავაჭრო ობიექტი (მაღაზია). პასუხისმგებელი პირის განმარტებით, სარიტუალო დარბაზში ფართი თვითნებურად აქვს დაკავებული ადგილობრივ მოსახლეს. ამდენად, მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო მის მფლობელობაში არსებული ქონების განკარგვა კანონმდებლობის შესაბამისად, რის გამოც მუნიციპალიტეტი ვერ იღებს შესაბამის შემოსავალს.

აღსანიშნავია, რომ მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა ორწლიან საგარანტიო მექანიზმს. მიუხედავად იმისა, რომ შესრულებული სამუშაოები დაზიანებულია საგარანტიო პერიოდში, მუნიციპალიტეტმა არ მიმართა მიმწოდებელს ხარვეზების გამოსწორების მოთხოვნით. აუდიტის ჯგუფის მიერ შენობის დათვალიერების შემდგომ, მუნიციპალიტეტმა 2018 წლის 10 ივლისს9 მიმართა მიმწოდებელს, ობიექტზე გამოვლენილი დაზიანებების აღმოფხვრის მოთხოვნით.

აუდიტის მიმდინარეობისას ხარვეზები გამოსწორებული არ იყო" ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში..

სურათზე:  ქვემო ერკეთის სარიტუალო დარბაზი
'.$TEXT['print'].'