ჩოხატაურში ბაღი კი ააშენეს თუმცა ინვენტარის შეძენა დაავიწყდათ - აუდიტის დასკვნიდან
ავტორი: გურიის მოამბე
ჩოხატაურში ბაღი კი ააშენეს თუმცა ინვენტარის შეძენა დაავიწყდათ - აუდიტის დასკვნიდან

როგორც სახელმწიფო აუდიტის შესაბამისობის დასკვნაში წერია ჩოხატაურის ხელისუფლებამ სოფელ ბუკისციხეში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისათვის 150 ათასი ლარი გამოყო, თუმცა მიუხედავად განხორციელებული სამუშაოებისა ბაღი არ ფუნქციონირებს - მიზეზი - ჩოხატაურის ხელისუფლებაში დაავიწყდატ რომ ბაღის ფუნქციონირებისათვის მარტო შენობა არ კმარა და ინვენტარიცაა საჭირო:

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2016-2017 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. შედეგად გამოვლინდა ათეულობით დარღვევა-ნაკლოვანებები"  მათ შორის მათ შორის სოფელ ბუკისციხეში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაზე:

გთავაზობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნიდან ნაწყვეტს, რომელიც ბუკისციხეში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტს ეხება:

2017 წელს მუნიციპალიტეტმა ტენდერის საშუალებით შეისყიდა სოფელ ბუკისციხეში საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

სამუშაოები შეასრულა შპს „ტრანსმშენმა“, ღირებულებით 149.2 ათასი ლარი.

მუნიციპალიტეტმა პროექტი ჩაიბარა 2018 წლის 12 მარტს. ობიექტის სახურავიდან ჩამოვიდა წყალი, რამაც გამოიწვია შენობის სხვადასხვა სახის დაზიანება. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა 2018 წლის 11 ოქტომბერს მიმართა მიმწოდებელს ხარვეზების აღმოსაფხვრელად. მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით მიმწოდებელმა ხარვეზები გამოასწორა.

ობიექტის დათვალიერებისას გამოვლინდა, რომ საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებს.

პასუხისმგებელი პირის განმარტებით, საბავშვო ბაღისათვის საჭიროა ინვენტარის შეძენა, რომელიც დაგეგმილია 2018 წელს .

"ამდენად, მუნიციპალიტეტმა 2017 წელს ისე დაგეგმა საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომ არ იყო გათვალისწინებული მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ინვენტარის შეძენა, რის გამოც აუდიტის მიმდინარეობისას ბაღი გახსნილი არ იყო. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, 2018 წელს გამოცხადდა ტენდერი საბავშვო ბაღის ინვენტარის შესყიდვაზე, აუდიტის მიმდინარეობის პერიოდისათვის ინვენტარი შეძენილია, თუმცა ბაღი არ ფუნქციონირებს" - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში.

აღსანიშნავია რომ ბუკისციხის საბავშვო ბაღში  ინვენტარი მხოლოდ მიმდინარე წელს შეიტანეს და ის გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ 2019 წლის 18 თებერვალს გახსნა.

'.$TEXT['print'].'