რას მალავს ჩოხატაურის ხელისუფლება-კურორტ "ბახმაროში" კინოთეატრის დარბაზი დაარბიეს (ექსკლუზივი)
ავტორი: გურიის მოამბე
რას მალავს ჩოხატაურის ხელისუფლება-კურორტ "ბახმაროში" კინოთეატრის დარბაზი დაარბიეს (ექსკლუზივი)

კურორტ "ბახმაროში" (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) გამოძიებისათვის ჯერ ჯერობით დაუდგენელმა პირებმა, კინოთეატრის დარბაზი დააზიანეს.

როგორც დამსვენებლებმა "გურიის მოამბეს" უთხრეს, 2012 წელს, წინა ხელისუფლების დროს აშენებული კინოთეატრის დარბაზი სავარაუდოდ რამდენიმე ნასვამმა ადგილობრივმა დამსვენებელმა დააზიანა.

ადგილზე ზუსტად არ იციან როდის მოხდა ინცინდენტი.

კინოთეატრი დახურულია და მასში ღონისძიებები ღა ტარდება.

სწორედ ამ კინოთეატრის დაზიანების გამო ვერ მოხერხდა ამ დღეებში, კურორტზე მყოფი  ამსტერდამის სიმფონიური ორკესტრის კონცერტის სრულფასოვნად ჩატარება.

კონცერტის ჩატარება თავიდან ღია ცის ქვეშ იყო გადაწყვეტილი, უამინდობის გამო კი, მისი გამართვა კინოთეატრში გადაწყდა, თუმცა ადგილზე მისულ ორგანიზატორებს,  დარბაზი დარბეული დახვდათ, რის გამოც, ორკესტრს სასტუმრო "ბახმაროს" ფოიემ "უმასპინძლა" რომელმაც დამსწრეთა  20%-იც ვერ დაიტია.

აღსანიშნავია, რომ როგორც ადგილობრივი პოლიცია, ასევე ჩოხატაურის ხელისუფლება მომხდარს საგულდაგულოდ მალავს.

გავრცელებულიო ინფორმაციით, დარბაზის დარბევის მიზეზი  ის გახდა, რომ ის მიხეილ სააკაშვილის სურვილით იყო აშენებული და დარბაზის არქიტექტურაც ძალიან მოსწონდა.

"დარბევაში ძირითადად ხელისუფლების მხარდამჭერები მონაწილეობდნენ და სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც პოლიცია საქმეს არ იძიებს" - გვეუბნება წყარო კურორტიდან.

 

'.$TEXT['print'].'