გურია კონტრაბანდულმა სიგარეტმა წალეკა
ავტორი: გურიის მოამბე
გურია კონტრაბანდულმა სიგარეტმა წალეკა

გურიის მხარის სოფლებში ბოლო რამდენიმე თვეა მხოლოდ კონტრაბანდული სიგარეტი იყიდება.

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" საკუთარმა მკითხველებმა აცნობეს.

რამდენიმე მათგანმა, დღეს, კონტრაბანდული სიგარეტი, რომელთა უმრავლესობასაც რუსეთის მიერ ოკუპირებული თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის აქციზები აქვთ, რედაქციაში მოგვიტანა.

მკითხველები გვიმტკიცებენ რომ ამ კონტრაბანდული სიგარეტებით სოფლის მაღაზიებს სუსის წარმომადგენლები ამარაგებენ და მაღაზიების მეპატრონეებს ძირითადად ამ კონტრაბანდით ვაჭრობას აიძულებენ.

მაგალითისათვის თუ ქართული აქციზით ერთი კოლოფი სიგარეტის საშუალო ფასი 5 ლარი და 50 თეთრია, ე.წ. აფხაზური აქციზებიანი სიგარეტი სამი ლარი და 30 თეთრი ღირს. 

 

'.$TEXT['print'].'