კოხნარის საზოგადოებრივ ცენტრში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს
ავტორი: გურიის მოამბე
კოხნარის საზოგადოებრივ ცენტრში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარის საზოგადოებრივ ცენტრში გამოძიებისათვის ჯერ ჯერობით დაუდგენელმა პირებმა ლიბერთი ბანკის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი და ბანკომატი გატეხეს.

როგორც "გურიის მოამბეს" კოხნარიდან აცნობეს შემთხვევა დღეს, ადრე დილით მოხდა.

შსს-ს პრესცენტრის ცნობით, ადგილი ჰქონდა მხოლოდ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის დაზიანების ფაქტს. რაზეც დაწყებულია გამოძიება სსკ კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. 

დადგენილია დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო  მოქმედებები-გვითხრეს შსს-ში. 

'.$TEXT['print'].'