ბახმაროში მოსული თოვლის გამო ათობით მესაქონლე მთაში ჩაიკეტა
ავტორი: გურიის მოამბე
ბახმაროში მოსული თოვლის გამო ათობით მესაქონლე მთაში ჩაიკეტა

კურორტ ბახმაროს ირგვლივ ფაფარა, ბაისურა, ნამანევი, მუჭუთას მთებზე მყოფი ათობით მესაქონლე, ბახმაროში მოსული თოვლის გამო გარესამყაროს მოწყდნენ და ამ დრომდე ვერ ახერხებენ როგორც საქონლის ასევე ოჯახების გამოყვანას საძოვრებიდან.

მესაქონლეები ჩოხატაურის ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და დახმარებას ჟურნალისტებისაგან იTხოვენ:

'ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ სრული იგმოტიტება გაგვიკეთა, მას არც ანაღვლებს რომ ამდენი ადამიანი მოსული ნალექის გამო მთებში ჩავრჩით" - გვითხრა ერთ ერთმა მესაქონლემ, რომელიც წარმოშობით ნასაკირალიდანაა და ამ დროისათვის მუჭუტას მტაზე თავის ჯოგთან ერთად არის და იქედან ვერ ახერხებს გამოსვლას.

მთაში ჩარჩენილები ხელისუფლებისაგან გზის გაწმენდას მოიტხოვენ, თუმცა როგორც თვითონ ჩვენთან საუბარში აცხადებენ აქამდე უშედეგოდ,

ამ დროისათვის პრობლემას კიდევ ის ფაქტი ართულებს რომ მთაში ჩარჩენილებს შეუწყდათ ელენერგიის მიწოდებაც.

 

 

 

'.$TEXT['print'].'