კორუფცია ჩოხატაურის მერიაში - სოფელ ჯვარცხმის კულტურის სახლის რეაბილიტაციიდან გამქრალი 142 ათასი ლარი
ავტორი: გურიის მოამბე
კორუფცია ჩოხატაურის მერიაში - სოფელ ჯვარცხმის კულტურის სახლის რეაბილიტაციიდან გამქრალი 142 ათასი ლარი

სად გაქრა ჯვარცხმის კულტურის სახლის რეაბილიტაციაზე გამოყოფილი 142 ათასი ლარი კორუფცია ჩოხატაურის მერიაში

როგორც სახელმწიფო აუდიტის შესაბამისობის დასკვნაში წერია ჩოხატაურის ხელისუფლებამ სოფელ ჯვარცხმაში  კულტურის სახლის რეაბილიტაციაზე 142 ათასი ლარი გამოყო, თუმცა მიუხედავად განხორციელებული სამუშაოებისა სახლი არ ფუნქციონირებს - მიზეზი - როგორც სახელმწიფო აუდიტის დასკვნიდან ირკვევა - დათვალიერებისას გამოვლინდა, რომ შენობაზე სახურავის ნაწილი გადახდილია, ჩამოსულია წყალი და დაზიანებულია ჭერი და კედლები, სცენას არ აქვს ასასვლელი. ობიექტი დაუსუფთავებელია :

აუდიტის დასკვნის მიხედვით: "მუნიციპალიტეტმა 2016 წელს განახორციელა სოფელ ჯვარცხმის კულტურის სახლის მოწყობა. ხელშეკრულება გაფორმდა შპს „ჯორჯიან კომპანთან“ 

სამუშაოები ითვალისწინებდა შენობის გადახურვასა და შიდა ოთახების ნაწილის რეაბილიტაციას.

შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 142.2 ათასი ლარი. მიმწოდებელს სამუშაოები უნდა დაესრულებინა 2016 წლის 1 აგვისტომდე. მიმწოდებელმა სამუშაოები (2017 წლის ხელშეკრულება N 143 - NAთ170006814. გამოცხადებულია ტენდერი ინვენტარის შეძენაზე. შPA160005613; ხელშეკრულება N76.) დაასრულა 22 აგვისტოს. ვადის გადაცილების მიუხედავად, მუნიციპალიტეტმა მიმწოდებელს არ დაარიცხა საჯარიმო სანქცია, თანხით 2.4 ათასი ლარი.

2018 წლის 13 ივნისს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის ჯგუფმა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს შესრულებული შენობის რეაბილიტაციის სამუშაოები. დათვალიერებისას გამოვლინდა, რომ შენობაზე სახურავის ნაწილი გადახდილია, ჩამოსულია წყალი და დაზიანებულია ჭერი და კედლები, სცენას არ აქვს ასასვლელი. ობიექტი დაუსუფთავებელია და არ ფუნქციონირებს.

პასუხისმგებელი პირის განმარტებით, გადახურვის ქვეშ ერთ (ბოლო) ნაწილს აკლდა შენობის გადახურვის რკინის კონსტრუქციები, რაც არ იქნა გათვალისწინებული შენობის რეაბილიტაციის პროექტის შედგენისას. 2018 წლის აპრილში ძლიერი ქარის გამო სახურავი დაზიანდა და გადაიხადა იმ ნაწილში სადაც არ იყო რკინის კონსტრუქციები.

მუნიციპალიტეტს არ განუხორციელებია შესაბამისი ღონისძიებები წარმოქმნილი დაზიანებების მიზეზების გამოსაკვლევად - კულტურის სახლის სახურავის დაზიანება გამოიწვია არასწორად შედგენილმა პროექტმა თუ უხარისხოდ შესრულებულმა სამუშაოებმა.

პასუხისმგებელი პირის განმარტებით, რეაბილიტირებული შენობა ვერ გამოიყენეს შესაბამისი ინვენტარის არქონის გამო. დაზიანებული სახურავისა და სხვა დეფექტების აღმოფხვრა გათვალისწინებულია 2018 წელს, რისთვისაც მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ტენდერი დაზიანებული ნაწილების აღსადგენად საპროექტო ხარჯთაღრიცხვის შესყიდვაზე.

მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა ორწლიან საგარანტიო მექანიზმს, რომლის დროსაც მიმწოდებელი ვალდებული იყო საკუთარი ხარჯებით აღმოეფხვრა უხარისხობით გამოწვეული ხარვეზები. მიუხედავად იმისა, რომ შესრულებული სამუშაოები დაზიანებულია საგარანტიო პერიოდში, მუნიციპალიტეტმა არ მიმართა მიმწოდებელს ხარვეზების გამოსწორების მოთხოვნით. - ნატქვამია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში.

'.$TEXT['print'].'