გურულ გლეხებსა და სახელმწიფოს შორის "სასამართლო ომები" იწყება - ათასობით გლეხი შესაძლოა მიწის გარეშე დარჩეს
ავტორი: გურიის მოამბე
გურულ გლეხებსა და სახელმწიფოს შორის "სასამართლო ომები" იწყება - ათასობით გლეხი შესაძლოა მიწის გარეშე დარჩეს

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგნეტო მიერ დაწყებულმა სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციამ შესაძლოა გურული გლეხობა  მიწის მიღება-ჩაბრების აქტებით, სისტემური და სპორადული რეგისტრაციით ჯერ კიდევ რეგისტრირებული ქონების გარეშე დატოვოს, რაც შეეხება მიწის ლეგალიზაციას - ამ პროცესს ქონების ეროვნული სააგენტო უფრო დიდ პრობლემებს უქმნის.


გლეხების მიწებს, რომლებმაც ამ დრომდე ვერ მოახერხეს  საკუთარი ნაკვეთების ე.წ. (როგორც გურიაში ეძახიან) "დისკზე აყვანა", ანუ საჯარო რეესტრში ციფრულად დარეგსტრირება,

ამ მიწებს სახელმწიფო - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგნეტო მიერ დაწყებული სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის პროექტის ფარგლებში ირეგისტრირებს


სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგნეტომ, სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიიცპალიტეტში, მარტო სექტემბერის თვეში, სახელმწიფო საკუთრებაში 196 სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა.

მთლიანობაში კი ბოლო პერიოდში რეგისტრირებული ნაკვეთების რაოდენობა ძალიან დიდია და პრაქტიკულად თავისუფალი სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში აღარ დარჩა.

აქედან მხოლოდ სოფელ შრომაში 242 ათას 068 კვადრატული მეტრი სასოფლო სამეურნეო მიწის რეგისტრაცია მოხდა.

ალბად მკითხველს ახსოვს 2016-2017 წლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ აქუციონზე გასხვისებული მიწებთან დაკავშირებული სკანდალი, რა დროსაც აუდიტის დასკვნის მიხედვით ქონება სხვისდებობა და აუქციონები ტარდებოდა არაკონკურენტულ გარემოეში, რადგანაც მუნიციპალიტეტის გამგეობა თავად ატარებდა აუქციონებს და უარს ამბობდა ელექტრონულ აუქცვიონებზე და ხშირ, უფრო მეტიც უმეტეს შემთხვევებში ამ აუქციონებზე გამარჯვებას  ხელისუფლების ხელმზღვანელობასთან აფილირებული პირები "ახერხებდნენ".

ასვეე სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, ქონება იყიდებოდა პირველი ბიჯზე და მთლიანობაში სახელმწიფო ქონების გასხვისება ხდებოდა არა მუნიციპალური არამედ თანამდებობის პირების ინტერესებიდან გამომდინარე.

ამასთანავე დადასტურდა, რომ ხშირ შემთვევაში იყიდებოდა ტროტუარები, მწვანე ნარგავების განაშენიანების ზოლები და ასე შემდეგ.

სავარაუდოდ, სახელმწიფო ქონების სააგენტოს მიერ, ოზურგეთში დაურეგისტრირებელი მიწის ფონდის მთლიანი ათვისება სწორედ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მხრიდან მიწების უკანონო გასხვისებას მოყვა.

ზემოაღნიშნული მასიური რეგისტრაციები, დიდი ალბათობით ხელს შეუშლის მოსახლეობას მიწის მიღება-ჩაბრების აქტებით, სისტემური და სპორადული რეგისტრაციით ჯერ კიდევ რეგისტრირებული ქონების მესაკუთრეებს.

რაც შეეხება მიწის ლეგალიზაციის მსურველებს მათი პრობლემები მნიშნელოვნად გაიზარდა და უმეტეს შემთვევაში ლეგალიზაციის მსურველები დაუფლებულ ნაკვეთების რეგისტრაციას ვეღარ შეძლებენ.

'.$TEXT['print'].'