ივანიშვილის განკარგულება რომ 2021 წლისათვის გურიას სწრაფად მზარდი ეკონომიკა ექნებოდა ტყუილი აღმოჩნდა
ავტორი: გურიის მოამბე
ივანიშვილის განკარგულება რომ 2021 წლისათვის გურიას სწრაფად მზარდი ეკონომიკა ექნებოდა ტყუილი აღმოჩნდა

ქვეყნის მაშინდელმა მთავრობამ,  მოქმედი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ 2013 წლის 17 სექტემბერს მიღებული განკარგულებით, სადაც დამტკიცდა გურიის რეგიონის განვითარების  2014 – 2021 წლების სტრატეგია, ვალდებულება აიღო, რომ “2021 წლისათვის გურიის მხარეს ექნება ერთ-ერთი სწრაფად ზრდადი ეკონომიკა, შესაბამისი სოციალური უსაფრთხოებითა და კეთილდღეობის სტანდარტით. მისი მახასიათებელი იქნება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია და  განვითარებული გადამამუშავებელი მრწველობა... და ასე შემდეგ"

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 სექტემბრის 1363 განკარგულებით, რომელზეც ხელს მაშინდელი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი აწერს დამტკიცდა - გურიის რეგიონის განვითარების  2014 – 2021 წლების სტრატეგია.

ეს დოკუმენტი, წინასაარჩევნო დაპირებებიდან განსხვავებით სვალდებულოდ შესასრულებელ აქტად ითვლება. დოკუმენტი საკმაოდ ვრცელია, იგი მოიცავს ფაქტიურად ყველა სფეროს. განსჯისათვის გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ხსენებული დოკუმენტიდან:

“2021 წლისათვის გურიის მხარეს ექნება ერთ-ერთი სწრაფად ზრდადი ეკონომიკა, შესაბამისი სოციალური უსაფრთხოებითა და კეთილდღეობის სტანდარტით. მისი მახასიათებელი იქნება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია და  განვითარებული გადამამუშავებელი მრწველობა, - მრავალპროფილური ტურიზმისა და კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობის სექტორები, - მიკრო და მცირე ბიზნესის სფეროები, - მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატი და ინფრასტრუქტურა, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის რეგიონის შესაძლებლობებსა და შემოსავლებს, და ხელს შეუწყობს ცხოვრების საერთო დონის მნიშვნელოვან ამაღლებას“. 

,,გურიის განვითარების სტრატეგიის საერთო მიზანი შეესაბამება საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წწ სახელმწიფო სტრატეგიის მიზნებს, ასევე, მდგრადი და სწრაფი ეკონომიკური განვითარების 2010-2013 წწ საბაზისო მონაცემებისა და მიმართულებების მიზნებს. იგი პასუხობს სიღარიბის მინიმუმ 20-25%-ით შემცირების საშუალოვადიან ამოცანას, რაც ეთანადება ათასწლეულის განვითარების მიზნებს, ამოცანებსა და ვადებს.,,

,,სპეციალური ფონდის ფორმირება, რომელიც საჯარო-კერძო პარტნიორობის სქემების ამოქმედების, ბიზნესპროექტების დაფინანსებისა და საწარმოებზე შეღავათიანი კრედიტების გაცემის გზით, უზრუნველყოფს რეგიონში სოფლის მეურნეობისა და აგროწარმოების პრიორიტეტული სფეროების (განსაკუთრებით თხილის, ციტრუსისა და ლურჯი მოცვის წარმოების), საექსპორტო და იმპორტშემცვლელი პროდუქციის წარმოების განვითარებას, მიმღები პუნქტებისა და გადანაწილების ცენტრის ორგანიზებას და ტექნოლოგიური ხაზების დანერგვას" 

მიუხედავად იმისა, რომ ამ "განვითარების სტრატეგიამდე" კიდევ ორი წელი დარჩა, დღეის მდგომარეობით გურია, ყველანაირი კვლევებით, იმაზე უკანაა ტავისი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობით, ვიდრე არათუ 2013, არამედ 2008 წელს იყო. 

გურიის რეგიონის განვითარების  2014 – 2021 წლების სტრატეგია შეგიძლიათ იხილოთ აქ: - https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/2024372?publication=0

'.$TEXT['print'].'