ოზურგეთში შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის დამოუკიდებელი კომპანია დაფუძნდა
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთში შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის დამოუკიდებელი კომპანია დაფუძნდა

 

დღეს, ოზურგეთში, შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის დამოუკიდებელი კომპანია"უსაფრთხოების ექსპერტთა ჯგუფი"ს დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლობა დაფუძნდა.

 

წარმომადგენლის ხელმძღვანელის, მამუკა ჭანუყვაძის განცხადებით, "უსაფრთხოების ექსპერტთა ჯგუფში" ლიცენზირებული, მაღალკვალიფიციური შრომის ინსპექტორები იმუშავებენ, რომლებიც გურიის მასშტაბით როგორც კერძო ასევე საჯარო დაწესებულებებს მოემსახურებიან დასაქმებულთა სწავლება ინფორმაციის მიწოდების, მომსახურებისა და კონსულტაციის გაწევის მიზნით:

"საერთაშორისო გამოცდილების მქონე  კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებით დაკომპლექტებული უსაფრთხოების ექსპერტთა ჯგუფი მოქმედი კანონმდებლობაში ძალაში შესული ახალი რეგულაციების ირგვლივ, ყველა დაინტერესებულ კომპანიას და პირს, კონსულტაციას გაუწევს და დაინტერესების შემთხევაში მოემსახურება  ყველა იმ ძირითადი მოთხოვნებისა და პრევენციული ღონისძიებების ზოგადი პრინციპების განსაზღვრასა და მოწესრიგებაში, რომლებიც უკავშირდება სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებს, არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებას, დასაქმებულთა სწავლებას, მათთვის ინფორმაციის მიწოდებასა და კონსულტაციის გაწევას და შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში დასაქმებულთა თანაბარ მონაწილეობას და ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც კანონის "შრომის უსაფრთხოების შესახებ" ძალაში შესვლის შემდეგ, ანუ მიმდინარე წლის სექტემბრიდან სავალდებულოა კომპანიებისა და საჯარო დაწესებულებებისათვი."-უთხრა ჭანუყვაძემ "გურიის მოამბეს".

აღნიშნულ ჯგუფთან დაკავშირებია შესაძლებელია ქალაქი ოზურგეთი; გაბრიელ ეპისკოპოსის 3; ტელ: 577 02 00 07; 577 60 50 77;

'.$TEXT['print'].'