პარლამენტარის მტკიცებით გურიის 11 სოფელში გაზიფიცირება დაიწყება
ავტორი: გურიის მოამბე
პარლამენტარის მტკიცებით გურიის 11 სოფელში გაზიფიცირება დაიწყება

საქართველოს პარლამენტის წევრის, ლანჩხუთი ჩოხატაურის (ოზურგეთის ნაწილი - 6 სოფელი) მაჟორიტარი დეპუტატის, ნინო წილოსანის განცხადებით, უახლოეს დღეებში გაზიფიცირების ტენდერი გამოცხადდება გურიის 11 სოფელზე - მამათის თემი, ორმეთი, ღრმაღელე, ომფარეთი, ჭანჭათი, გაგური, ვანი, ზომლეთი, ბუკნარი, ბასილეთი, ბაილეთი.

ამის შესახებ ინფორმაციას წილოსანი ფეისბუკის საკუტარ გვერდზე ავრცელებს:

"მსურს, დაინტერესებულ მოქალაქეებს მოკლე ინფორმაცია მოგაწოდოთ გურიის რეგიონის სოფლების გაზიფიცირებასთან დაკავშირებით, რადგან ვიცი, რომ ამ საკითხს ძალიან გულშემატკივრობთ და განიცდით.

უახლოეს დღეებში გაზიფიცირების ტენდერი გამოცხადდება შემდეგ სოფლებზე: მამათის თემი, ორმეთი, ღრმაღელე, ომფარეთი, ჭანჭათი, გაგური, ვანი, ზომლეთი, ბუკნარი, ბასილეთი, ბაილეთი.

რაც შეეხება მეწიეთს, პროექტი გადმოგვცა სოკარმა და მშენებლობაზე ბაზრის კვლევა უკვე გამოვაცხადეთ .

გაზიფიცირება უკვე დასრულებულია ჩიბათში, ამაღლებასა და სამებაში, სადაც მიმდინარეობს გამრიცხველიანება და აბონენტების აღრიცხვა. განაცხადების მიღება სოფლების ნაწილში უკვე დაიწყო, ხოლო მეორე ნაწილში უახლოეს დღეებში დაიწყება.

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ზემო აკეთის გამრიცხველიანების საკითხზე მთავრობასთან შეთანხმებას მივაღწიეთ და გვაქვს მთავრობის დადგენილება, რომ დაპროექტება ჩაისვა ამ წლის ბიუჯეტში" - წერს წილოსანი.

 

'.$TEXT['print'].'