სასკოლო სპორტულმა ოლიმპიადამ ლანჩხუთში სტარტი გეზრბენით აიღო
ავტორი: გურიის მოამბე
სასკოლო სპორტულმა ოლიმპიადამ ლანჩხუთში სტარტი გეზრბენით აიღო

სასკოლო სპორტულმა ოლიმპიადამ ლანჩხუთში სტარტი გარბენით აიღო.
შეჯიბრი, რომელშიც მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა მონაწილეობდა, ჩიბათის სკოლის სტადიონზე ჩატარდა.
გოგონათა და ვაჟთა შორის ადგილები ასე გადანაწილდა:
გოგონებში პირველი ადგილი არავის დაუთმო ლესამ, მეორეზე წყალწმინდის საჯარო სკოლა გავიდა, ხოლო ნიგვზიანი მესამეს დასჯერდა.
ვაჟებში გამარჯვებული ნიგოითის საჯარო სკოლა გახდა, ღრმაღელემ მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო ხაჯალია მესამეადგილოსანია.
გამარჯვებულებს მედლები და სიგელები გადაეცათ.
პროექტს მუნიციპალიტეტში ორგანიზებას უწევს მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.
შეგახსენებთ, რომ სასკოლო სპორტული ოლიმპიადა სპორტის სულ რვა სახეობაში ტარდება, როგორც გოგონათა, ასე ვაჟებს შორის. ამჯერად დარჩენილია კიდევ შვიდი სახეობა.
ოლიმპიადა წლის ბოლომდე გაგრძელდება.

'.$TEXT['print'].'