"რატომ არ იღებს ჩოხატაურის მერი "ოცნების" წევრებთან სურათს?" - ნეპოტიზმი და კორუფცია ჩოხატაურში
ავტორი: გურიის მოამბე
"რატომ არ იღებს ჩოხატაურის მერი "ოცნების" წევრებთან სურათს?" - ნეპოტიზმი და კორუფცია ჩოხატაურში

ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ, შეკვეთილის შავიზღვისპირა სასტუმრო პარაგრაფში გრძელდება "ქართული ოცნების" ლიდერის, ბიძინა ივანისვილის შეხვედრები პარტიის რეგიონულ აქტივისტებთან.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ივანისვილის სეხვედრებს ჩოხატაურის წარმომადგენლებთან სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია და პარტიის ადგილობრივმა ლიდერებმა ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა ნეპოტიზმსა და კორუფციაში ამხილეს:

როგორც გურიის ოპოზიციის ერთ ერთი ლიდერი დავით მჯავანაძე საკუთარ ფეისბუკ გვერდიდან იუწყება: "ქართული ოცნების" რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიეცათ თუ არა ბელადის ახლოს ხილვის საშუალება ისე გაერთენ ერთმანეთის დაბეზღება ჩაშვებაში საერთოდ დაავიწყდათ ხალხის გასაჭირი და პრობლემები"

გთავაზობთ მჟავანაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სრულად:

რეგიონების წარმომადგენლებთან ბიძინა ივინაშვილის შეხვედრებმა როროგრც ჩანს დიდი აჟიოტაში და დაპირისპირება გამოიწვია თავად ქართული ოცნების აქტივისტებში. ქართული ოცნების რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიეცათ თუ არა ბელადის ახლოს ხილვის საშუალება ისე გაერთენ ერთმანეთის დაბეზღება ჩაშვებაში საერთოდ დაავიწყდათ ხალხის გასაჭირი და პრობლემები, მაგალითისთვის ოზურგეთის დელეგაციის წარმომადგენლებიდან ერთერთმა რომელიც 2012 წლამდე ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენდა დამწუხრებულმა განუცხადა ბელადს რომ მას როგორც აწ უკვე ქართული ოცნების წარმომადგენელს ამავე პარტიის წევრობისთვის ქართული ოცნების დამფუძნებელი და აწ უკვე პარტიიდა გარიცხული მერი ავიწროვებს. უფრო შორს წავიდა ჩოხატაურის დელეგაცია, საკრებულოს წევრი, ფრაქცია ქართული იცნების თავმჯდმომარე ბექა გამდლიშვილმა , შესავალ სიტყვაში დასძინა რომ ამ განცხადების შემდეგ შესაძლოა კარიერა დაასრულოს მაგრამ შინაგანი რწმენა კარნახობს რომ სათქმელი აუცილებლად უნდა ითქვას და ამ ცრემლნარევი შესაცალის შემდეგ ბელადს მწუხარებით ამცნო რომ მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა რიდესაც ინფრასტრუქტურულ პროექტებს ამოწმებს თან ვინმე გამდლიშვილიც არ მიყავს და მასთან ერთად სურათებს არ იღებს ერთი ბნელი ქოცი რომ მეორე ბნელ ქოცთან ფოტის არ იღებს ეს რომ ტრაგედია ყოფილა ქვეყნის განვითარებისთვის გავიგეთ მაგრამ თუ რეალურად ჩოხატაურის და ქვეყნის ბედი გაღელვებთ ახლა მე მოგიყვებით რა უნდა გეთქვათ მაგ თქვენი ოლიგარქისთვის :

1 . ეგ თქვენი მერი თქვენთანვე ფოტოს გადაღება რომ უტყდება ერთერთია იმ პასუხისმგებელ პირებს შორის ვისი პასუხისმგებლობის საკითხიც ცალსახად გამოკვეთა აუდიტის სამსახურმა და დაადგინა რომ მისი მერობის პერიოდში უამრავი უხარისხოდ და საეჭვო გარემოებაში შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტებით ასობით ათასი ლარით აზარალა როგორც თქვენს მუნიციპალიტეტ ასევე მთეკს ქვეყნის.

2 კუჭავა შესასრულებელს სამუშაოების ხელშეკრულებებს რატომღაც საეჭვო ვითარებაში თავის ცოლის დისშვილს ბექა შარაშიძეს რომ უფორნებს მგონი ეგეც საინტერესო ფაქტი უნდა ყოფილიყო ოლიგარქისთვის.

3 ასევე რატომღაც ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარის ლაშა თოლორდავას ძმა რომ ინფრასტრუქტურული პროექტების შემსრულებლად გვევლინება წესით ესეც საინტერესო ფაქტი უნდა ყოფილიყო.

4 ასევე ინფრასტრუქტურულ პროექტების შესასრულებლად ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა თავისსავე მეჯვარეს და დავით კუტუბიძეს რომ უფორმებს ხელშეკრულებებს არც ეს უნდა ყოფილიყო წესით ახსლი ამბავი გამდლიშვილისთვის.
ეს რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს მაგრამ პრობლემები აქ არ მთავრდება.
როგორც ყოფილი მინისტრი ჭიკაიძე იტყოდა ნეპოტიზმიც შესანიშნავად გრძნობს თავს ჩოხატაურში და შევეცდები რამდენიმე ფაქტიც შეგახსენოთ.

1. ჩოხატაურის მერის ირაკლი კუჭავას მეჯვარის დავით კუტუბიძის მეუღლე ნატო ჯიბუტი არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი.

2 შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის ლევან ჩხიკვაძის დედა მარინა დოლიძე დაინიშნა ბაღის გამგედ.

3. ბიბლიოთეკის დირექტორის ნარინა მელუას შვილი თეონა კეკელიძე დაინიშნა ასევე ბაღის დირექტორად.

4. ინფრასტრუქტურუს კომისიის თავმჯდომარის ზვიად მამალაძის ბიძაშვილი- თეა მამალაძე დაინიშნა ა(ა)იპ სამუზეუმო გაერთიანების თანამშრომლად.

5. ხელოვნების სასახლის დირექტორის მოადგილე ნინო სიხარულიძე დაინიშნა ადიკო ივანაშვილის სატელეფონო ზარის შემდეგ.

6. ასევე ხელოვნების სასახლის დირექტირის მოადგილის ქმარი ავთო კოტრიკაძე დაინიშნა ორ სხვადასხვა ა(ა)იპ- ში

7. ხელოვნების სასახლი დირექტორი თემურ კოროშინაძე რომელიც თავის მხრივ არის კახი კალაძის მამის, კარლო კალაძის მეგობარი დაინიშნა კახი კალაძის მოთხოვნით.

8. ინფრასტრუქტურული კომისიის თავმჯდომარის ზვიადი მამალაძის ცოლი თეონა მჭედლიშვილი დაინიშნა კულტურის ცენტრში.

9. საფინანსო კომისიის თავმჯდომარის აკაკი ყაჭეიშვილის ცოლი ირინა ხოტივრიშვილი დაინიშნა წითელ ჯვარში . წითელ ჯვარი ტავის მხრივ ფინანსდება ჩოხატაურის ბიუჯეტიდან.

10. კუჭავას მოადგილის თამაზ ჯინჭარაძის ცოლი ირინა მამალაძე დასაქმებულია წითელ ჯვარში. წითელი ჯვარი ფინანსდება ჩოხატაურის ბიუჯეტიდან.

11. კუჭავას მოადგილის თამაზ ჯინჭარაძის სიმამრი დაინიშნა სპორტის განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილედ.

12. მერიის ინფრასტრუქტუტის სამსახურის უფროსის გია გიორგაძის შვილი დაინიშნა ა(ა)იპ კურორტ ბახმაროს ბუღალტერად.
13. სუსის თანამშრომელის მამა ბაჩი გოგიბერიძე დაინიშნა მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსად.

14. საკრებულოს წევრის, სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსის მანანა მინდაძის მეუღლე სულხან მინდაძე დაინიშნა ა(ა)იპ კურორტ ბახმაროს დირექტორის მოადგილედ.

15. საკრებულოს თავმჯდომარის შვილი, მამუკა მამალაძე დაინიშნა საფეხბურთო კლუბ ბახმაროს მწვრთნელად, ამავდრკულად ის არის დანიშნული ცესკო_ში

16. საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის მარინა ბერაძის ქმარი დავით ჟღენტი დასაქმებულია მერიაში.
17. მერიის ბუღალტრის ზურაბ შათირიშვილის შვილი, ბელა შათირიშვილი დაინიშნა მერის წარმომადგენლად სოფრლ შუა ამაღლებაში
18. მერის წარმომადგენელი დიდივანში პარტიული ნიშნით დაინიშნა ელენე ზაქარეიშვილო, ასევე მისი და ისიც პარტიული ნიშნით მერის წარმომადგენლად დაინიშნა სოფელ საჭამიასერში.

ეს არის მერის და მისი გარემოცვის გადაცდომების ძალიან მცირე ჩამონათვალო და ამ ყველაფრის ფონზე გაურკვეველი წარმომავლობის ვინმე განდლიშვილი ბელადს რომ კიდე იმას შესჩივლებ დამნაშავე მერი ჩემთან ფოტოს არ იღებსო მგონი მანდ მთლად კარგად არ უნდა გქონდეთ საქმე"-წერს მჟავანაძე.

'.$TEXT['print'].'