ჩოხატაურელი პედაგოგი სკოლის დირექციას სასამართლოში უჩივის
ავტორი: გურიის მოამბე
ჩოხატაურელი პედაგოგი სკოლის დირექციას სასამართლოში უჩივის

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში მცხოვრები პედაგოგი, ბაჩო ახალაძე მეზობელი სოფლის, ზემოხეთის სკოლის დირექციას სასამართლოში უჩივის.

ახალაძემ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში სარჩელი გუშინ, 28 ოქტომბერს შეიტანა.

პედაგოგი სასამართლოს გზით  ისტორია/ინგლისურის პედაგოგად ზემოხეთის საჯარო სკოლაში დანიშნვნის ბათილად ცნობის გაუქმებას ითხოვს..

როგორც ირკვევა ახალაძემ ზემოხეთის სკოლის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ისტორია/ინგლისურის პედაგოგის ვაკანსიაზე მიიღო მონაწილეობა, გაიმარჯვა და მასწავლებლადაც დაინიშნა.

თუმცა მოგვიანებით დირექციამ გააუქმა როგორც გასაუბრების შედეგები ასევე მისი პედაგოფად დანიშვნა.

ახალაძე მიიჩნევს, რომ ეს სკოლის დირექციამ მას შემდეგ გააკეტა რაც საქმეში ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურს ცენტრი ცაერთო, მისმა ხელმძღვანელმა, შორენა სიხარულიძემ, ახალაძის მტკიცებით, შედეგები იმიტომ გააუქმა რომ ახალაძე მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" მხარდამჭერი არ არის და ის ოპოზიციური "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერია.

იგივე თემაზე:

ახალაძის უფლებას სნეპოტიზმი თუ პოლიტიკური ანგარიშსწორება-როგორ არჩევენ ჩოხატაურში ახალ კადრებს

ავტორი: გურიის მოამბე
ნეპოტიზმი თუ პოლიტიკური ანგარიშსწორება-როგორ არჩევენ ჩოხატაურში ახალ კადრებს

ჩოატაურელი ბაჩო ახალაძე ირწმუნება, რომ მას ჩოხატაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, პოლიტიკური შეხედულებების გამო ებრძვის, რის გამოც, გასაუბრების შედეგი ბათილად არაკანონიერად სცნო და ბათილად ჩათვალა ის შედეგები, რითიც ახალაძე ისტორია/ინგლისურის პედაგოგად ზემოხეთის საჯარო სკოლაში დაინიშნა. 

"ქალბატონმა რესურაცენტრის უფროსმა უგულებელყო და დაარღვია კანონი, როდესაც ბათილად ჩათვალა პირველი გასაუბრება და დირექტორს დაავალა თავიდან ვაკანსიის დადება... მან შეგროვა ჩემს შესახებ ინფორმაცია და რომ არ ვიყავი სასურველი კადრი მათთვის  და გამოძებნა დაუყონებლივ მისთვის სასურველი კადრები და ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დანიშნა აღნიშნულ პოზიციებზე"

"გურიის მოამბესთან" ახალაძე აღნიშნავს, რომ მის მიმართ დევნა პოლიტიკური შხედულებების გამო დაიწყო და როგორც "ოცნების" ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირი, სკოლისთვის არასასურველ კადრად ჩათვალეს: "უბრალოდ, მათ იციან, რომ მე არ ვარ "ოცნების" ხელისუფლების მიმარ სიმპატიით განწყობილი, საპრეზიდენტო არჩევნების დროს, მხარს ვუჭერდი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, რის გამოც მოხდა ჩემი კანდიდატურის დაბლოკვა. მე ვაპირებ ეს ფაქტი არ დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე, ამ საქმეში ჩართული მყავს "საია" და აუცილებლად მოუწევს ქალბატონ შორენა სიხარულიძეს იმის ახსნა, თუ რატომ დარღვია კანონი და ჩემს შემცვლელად დანიშნა მისი მოგვარე"-გვითხრა ახალაძემ, რომელმაც გუშინ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

უამრავი ადამიანი მეკითხება და მირეკავს 15 სექტემბერს ჩოხატურის რესურცენტრის მიერ ჩემს მიმართ განხორციელებული ყოვლად გაუგონარი ქმედების მიმართ....

მოკლედ, რა მოხდა?!
დაიწყო ასე:

ზემოხეთის საჯარო სკოლამ გამოაცხადა ვაკანსია...

ჩემს მიერ მოხდა აღნიშნული სკოლის მიმართ დაინტერესება და გავაგზავნე მოთხოვნა.

შემდეგ ვიღებ წერილს რომ გავიარე პირველი ეტაპი წარმატებით და დაბარებული ვარ ჩოხატაურის რესურცენტრში გასაუბრებაზე.

 მივდივარ გასაუბრებაზე სადაც წარმატებით გავიარე გასაუბრება და მეუბნებიან რომ აყვანილი ვარ... ამის პარალეოურად რესურსცენტრის უფროსი მეუბნებნება მათ შორის დირექტორსაც, რომ თავიდან უნდა გავაგზავნო სკოლაში მოთხოვნა, რადგან საიტის გაუმართაობის გამო ჩემი განცხადება არ იყო ბაზაში_სკოლაში(რა თქმა უნდა ეგ ჩემი პრობლემა არ იყო) ვინაიდან უკვე მე მიღებული მქონდა 1_ლი ეტაპის გადალახვის წერილი...
 შესაბამისად დირექტორი და რესურსცენტრის უფროსო თანხმდება რომ სკოლა თავიდან გამოაცხადებს ვაკანსიას სიმბოლურად და ეგ ტექნიკური მხრე მოგვარდება და ჩემი განცხადება იქნება ბაზაში...
თუმცა მე უკვე ორივე ეტაპი წარმატებით მაქვს განვლილი და რესურცენტრის უფროსაა და დირექტორის მიმართ მიჩნდება სამართლებრივი ნდობა... ვინაიდან გასუბრების პარალელურად არ ხდება ხელშეკრულების დადება.(მითემეტს რესურსცენტრის უფროსი მეუბნება, რომ არ გადავიფიქრო 15 მდე რადგან ეგ ვაკანსია ფორმალურად იდება)
 ამის შემდეგ სკოლა ისევ იგივე პოზიციაზე დებს ვაკანსიას და საიტიც გამართულდ მუშაობს და ჩემი განცხდებაც ფიქსირდება. _ტექნიკური ხარვეზი გამოსწორდა...

ამის შემდეგ კვლავ მიბარებენ გასაუბრებაზე სადაც ვიცი რომ ეგ გასაუბრება უბრლოდ სიმბოლური იქნება რადგან მე უკვე წინა გასაუბრება წარმატებით გავიარე...

მაგრამ, აქედან იწყება , რაც იწყება...

 მივედი გასაუბრებაზე ისევ, სადაც კვლავ დადებითი შეფასება მივიღე თუმცა ამ ყველაფერს რაც იქ ხდებოდა არაფერი ეტყობოდა სიმბოლურის... 
 გასაუბრებაზე მოყვნილი ჰყავთ ორი პიროვნება (მე ისტორია/ინგლისური ენა
_ ორივე პოზიციზე უნდა ვყოფილიყავი კვალიფიკაციიდან გამომდინარე სკოლაში) რომლებმაც ცალკე ისტორიაში და ცალკე ინგლისურში გაიარათ გასაუბრება...
_აქვე ავღნიშნავ რომ ეს ადამიანები პირველ გასაუბრებაზე არ მონაწიოეობდნენ კონკურსში...

საკონკურსო კომისიამ გასაუბრება დაასრულა, სადაც შედის რესურსცენტრის უფროსი და იღებს გადაწყვეტილებას.

 5 წუთში მეძახის, რომ მე ვერ ამიყვანდნენ და დავლოდებოდი იანვრის მოსვლას სადაც უამრავი ადგილი იქნებადა და მაშინ ამიყვანდნენ...

 თუმცა ვეუბნები რომ რატომ უნდა დავლოდებოდი იანვარს როცა მე 5 სექტემბერს იგივე პოზიციაზე პირველივე გასაუბრებაზე აყვანილი ვიყავი.

რა მოხდა?!

მოხდა, ის რომ ქალბატონმა რესურაცენტრის უფროსმა უგულებელყო და დაარღვია კანონი, როდესაც ბათილად ჩათვალა პირველი გასაუბრება და დირექტორს დაავალა თავიდან ვაკანსიის დადება...
 მან შეგროვა ჩემს შესახებ ინფორმაცია და რომ არ ვიყავი სასურველი კადრი მათთვის (პოლიტიკური თვალსაზრისით) და გამოძებნა დაუყონებლივ მისთვის სასურველი კადრები და ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დანიშნა აღნიშნულ პოზიციებზე.
 ახლა სამართალმცოდნეებს გაგიჩდებათ კითხვა რესურსცენტრის უფროსი რატო ერეოდა ამ ყველაფერში როცა ის არ იყო უფლებამოსილი პირი, დიახ ბატონებო სწორი ხართ... არ იყო ის უფლებამოსილი პირი მაგრამ მაინც ერეოდა...
 ამ და სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე უკვე მე გავაგრძელებ იქ სადაც საჭიროა-წერს ახალაძე. 

"გურიის მოამბე" მომხდართან დაკავშირებით რესურსცენტრის ხელმძღვანელს, შორენა სიხარულიძესთან დაუკავშირდა, რომელიც ახალაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, მისი პოლიტიკური მოტივით დაბლოკვასთან დაკავშირებით, სიცრუეს უწოდებს: "ძალიან ვწუხვარ, თუ ახალგაზრდა ბიჭი ასეთი ფორმით ცდილობს თავის დამკვიდრებას. ჯერ ერთი, სკოლა არის აპოლიტიკური და მეორე, რომელი პოლიტიკური პირი ბაჩო იყო, რომ ამის გამო ვინმეს დაებლოკა? იმედია, მას ეყოფა იმის გამბედაობა თქვას, თუ როგორ ვცდილობდი მის დახმარებას და ვუთხარი კიდეც, რომ მეორედ შმოეტანა განცხადება, რაზეც უარი თქვა. მე მას პირადად ავუხსენი თუ რა შეცდომები ჰქონდა დაშვებული განაცხადის შევსების დროს, მაგრამ მოითხოვა წერილობით ყველა დოკუმენტაციის გადაცემა, რასაც ახლა ვამზადებთ და მივაწოდებთ"-გვითხრა რესურსცენტრის ხელმძღვანელმა. ასამართლოში კომპანია "იურისტთა ასოციაციის" ადვოკატი ლევან ჭელიძე იცავს.

 


'.$TEXT['print'].'