პატრიარქის მოკვდინების მცდელობის დაფინანსებაში ბრალდებული შემოქმედის ეპარქიას სტუმრობდა
ავტორი: გურიის მოამბე
პატრიარქის მოკვდინების მცდელობის დაფინანსებაში ბრალდებული შემოქმედის ეპარქიას სტუმრობდა

უწმინდესის და უნეტარესოს საქართველოს ეკლესიის კათალიკოს პატრიარქის ილია მეორეს მოკვდინების ,მცდელობის დაფინანსებაში ბრალდებული (ბოდბელი ეპისკოპოსის მეუფე იაკობის ვერსიით) ვანო ჩხარტიშვილი, შემოქნედის ეპარქიას სტუმრობდა.

რა ეგიდით იმყოფებოდა ვანო ჩხარტიშვილი ეპარქიაში და რა მოლაპარაკებები გამართა მან შემოქმედელ მიტროპოლიტთან, მეუფე იოსებთან, უცნობია.

როგორც შემოქმედის ეპარქიის ფეისბუკ გვერდი იტყობინება, ვანო ჩხარტიშვილი შემოქმედის მონასტერში გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებთან და შრდილო ამერიკის ეპისკოპოს საბასთან ერთად იმყოფებოდა.

სხვა დეტალები ჩხარტიშვილის ვოიაჟისა, ეპარქიის ეკლესია მონასტრებში, უცნობია.

ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ საქართველოს საეკლესიო იერარქიის ერთერთმა მაღალმა სასულიერო პირმა, ბოდბელმა ეპისკოპოსმა და განცხადების მომენტში საპატრიარქოს ქორეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა, ვანო ჩხარტიშვილი, პატრიარქის მოკვდინების მცდელობის დაფინანსებაში დაადანაშაულა.

აქედან გამომდინარე ვანო ჩხარტიშვილის გვერდით ეპისკოპოსების გამოჩენამ საზოგადოება გააკვირვა.

თუმცა, ეტყობა, ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში, ახალი პატრიარქის არჩევისათვის და ხმების დათვლისათვის იმდენად გამალებული მოძრაობა მიდის, რომ, არად დაგიდევენ, ვინ რაში არის ბრალდებული, ვინ ვის რას იცავს და ვინ რას რისთვის აპროტესტებს.

'.$TEXT['print'].'