ამ წუთისათვის პარლამენტში სამი დეპუტატი არ შეუშვეს
ავტორი: გურიის მოამბე
ამ წუთისათვის პარლამენტში სამი დეპუტატი არ შეუშვეს

პარლამენტის უკანა შესასვლელთან მდგარმა მოპიკეტეებმა პარლამენტის შენობაში ამ წუთისათვის სამი მოქმედი დეპუტატი არ შეუშვეს.

შესასვლელის ამ მონაკვეთის პიკეტირებას სხვა მოხალისეებთან ერთად გურიიდან (ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური) წასული აქტივისტებიც ახორციელებენ.

ერთ ერთი მათგანის, დავით მჟავანაძის განცხადებით, იმ ტერიტორიიდან, სადაც ეს ჯგუფი პიკეტირებას ახდენს (პარლამენტის ე.წ. უკანა შესასვლელი), სამი მოქმედი დეპუტატი ცდილობდა შენობაში შესვლას, თუმცა მათ მოპიკეტეებმა ამის საშუალება არ მისცეს.

პარლამენტის შენობის პიკეტირება გუშინ, რუსთაველზე მიმდინარე აქციისას, საპროტესტო მიტინგის მონაწილეებმა მიიღეს და შესაბამისად პარლამენტში არსებულ ყველა შესასვლელთან მთელი ღამე პიკეტირება მიმდინარეობდა, რომელიც ახლაც გრძელდება.

'.$TEXT['print'].'