ნასაკირალის გადასასვლელი მეორე დღეა გადაკეტილია - მოსახლეობა ინერტული მასალებით დატვირთულ თვითმცლელებს არ ატარებს
ავტორი: გურიის მოამბე
ნასაკირალის გადასასვლელი მეორე დღეა გადაკეტილია - მოსახლეობა ინერტული მასალებით დატვირთულ თვითმცლელებს არ ატარებს

ოზურგეთი ჩოხატაურის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ნასაკირალის გადასასვლელზე მეორე დღეა ადგილბრივი მოსახლეობა მხოლოდ ინერტული მასალით დატვირთულ; თვითმცლელებს არ ატარებს და საპროტესტო აქციებს მართავს.

ჩვეულებრივი ტრანსპორტის მოძრაობას კი ხელი არ ეშლება.

ადგილობრივების განცხადებით, რამდენიმე თვეა მდინარე სუფსაზე მოქმედი კარიერიდან ქვიშა ხრეშით დატვირთული თვითმცლელების ნასაკირალის გადასასვლელზე მოძრაობა ადგილობრივ მოსახლეობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

მათი მტკიცებით შეუძლებელია აქ ცხოვრება, განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაა ღამით, როცა თვითმცლელტა მოძრაობა სულ უფრო ინტენსიური ხდება.

მდგომარეობა გუშინ წინ ღამით მომხდარმა ინცინდენტმა კიდევ უფრო დაძაბა.

როცა საკუთარი მსუბუქი ავტომანქანით, ოჯახის წევრთან ერთად მოძრავ ასდგილობრივს, თანმხვედრი მიმართულებით მოძრავი თვითმცლელიდან რამდენიმე ლოდი დაეცა.

მსუბუქ ავტომანქანაში მყოფები სიკვდილს ბეწვზე გადაურჩნენ, თვითმცლელმა კი პირიქით, დაშავებულები დაადანაშაულა - დისტანციას არ იცავდითო - და გზა განაგრძო.

ადგილობრივები ხელისუფლებისაგან სასწრაფოდ მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ზომების მიღებას ითხოვენ.

მოსახლეობა აცხადებს, რომ სანამ ადგილობრივი ხელისუფლებისაგან მტკიცე გარანტიებს არ მიიღებენ, მანამ ინერტული მასალით დატვირთულ ავტომანქანებს აღნიშნულ მონაკვეთზე არ გაატარებენ.

ცნობისათვის: ნასაკირალის გადასასვლელით დღეისათვის რამდენიმე კომპანია სარგებლობდა, რომლებსაც ინერტული მასალები - ქვიშა და ხრეში მდინარე სუფსაზე და ბახვისწყალზე მოქმედი კარიერებიდან გააქვთ.

გავრცელებული ინფორმაციით მათი უმრავლესობა უკანონოდ ფუნქციონირებს.

'.$TEXT['print'].'