სამება-ჯიხეთის დედათა მონასტერში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შემოქმედელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოსებმა აღავლინა
ავტორი: გურიის მოამბე
სამება-ჯიხეთის დედათა მონასტერში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შემოქმედელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოსებმა აღავლინა

დღეს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა სამება-ჯიხეთის დედათა მონასტერში.
სადღესასწაულო წირვა შემოქმედელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოსებმა აღავლინა.
წირვა-ლოცვას მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი და მოადგილე, ეკა გუჯაბიძე ესწრებოდნენ.
-ამ წმინდა ადგილიდან ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაული მინდა მოგილოცოთ ლანჩხუთს, გურიას და სრულიად საქართველოს. გისურვებთ უფლის რწმენასა და სიყვარულში გაძლიერებას - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.
სამება-ჯიხეთის დედათა მონასტერი 1896 წელს დაარსდა და იგი სწორედ ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელს ატარებს.
გადმოცემის მიხედვით, თავდაპირველად მონასტერში 113 ქალი მოღვაწეობდა. პირველი წინამძღვარი და დედათა მონასტრის დამფუძნებელია დედე ელენე (მგალობლიშვილი).
მონასტერში სკოლაც იყო გახსნილი, აქ წერა-კითხვასთან ერთად საოჯახო საქმესა და ხელგარჯილობასაც ეუფლებოდნენ.
1984 წლიდან მონასტერს წინამძღოლობს არქიმანდიტრი ანდრია (კბილაშვილი), რომლის თაოსნობითაც ტაძარში არაერთი აღმშენებლობითი სამუშაო ჩატარდა.

'.$TEXT['print'].'