30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი
ავტორი: გურიის მოამბე
30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი

 

2020 წლის 11 მარტს პარლამენტში საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტისაქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებდარეგისტრირდა, პროექტს ხელს აწერს და მისი ერთერთი ინიციატორია მაჟორიტართა ამბოხის ერთერთი მთავარი მონაწილე მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძეც 

პრალმენტის ბიუროს სხდომაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე კიდევ ერთხელ მიესალმა პოლიტიკურ პარტიებს შორის შემდგარ შეთანხმებას და აღნიშნა, რომ ეს უდავოდ პოზიტიური შეთანხმება საქართველოში დემოკრატიის შემდგომი გაძლიერებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

ჩვენ პატივს ვცემთ ამ შეთანხმებას და ვიცავთ შეთანხმებაში მოცემულ ყველა პრინციპს, რასაც ხელი მოვაწერეთ. კიდევ ერთხელ ვთხოვ ჩვენს კოლეგებს ოპოზიციიდან, რომ ასევე პატივისცემით მოეკიდონ იმ შეთანხმებას, რომელიც დაფიქსირებულია დოკუმენტში. პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ეხება პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების განაწილებას, ასევე ეხება სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც ამ შეთანხმებაში არის ასახული. პარლამენტი მუშაობს, ჩვენ ვასრულებთ ჩვენს პირობას, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პროექტის მიხედვით  საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 120 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 30 პარლამენტის წევრისაგან.

პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტს მაინც მიიღებენ და იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს.

პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ნამდვილი ხმების რაოდენობა მრავლდება 120-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიისა და საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული ნამდვილი ხმების ჯამზე, რომლებმაც ამ პუნქტით დადგენილი შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 120-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უდიდესი ნაშთის მქონე პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო ბლოკები.

 

პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჯამურად მიღებული მანდატების პროცენტული წილი მანდატების საერთო რაოდენობაში არ უნდა აღემატებოდეს პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ნამდვილი ხმების საერთო რაოდენობაში ამავე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული წილისა და ამ წილის ერთი მეოთხედის ჯამს. გადაჭარბების შემთხვევაში პოლიტიკურ პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მოაკლდება შესაბამისი მანდატები პროპორციულ არჩევნებში წარდგენილი საარჩევნო სიიდან და ისინი კანონით დადგენილი წესით პროპორციულად განაწილდება იმ სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ საარჩევნო სიებზე, რომლებმაც შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს.

საზიგადოებაში ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს მაჟორიტარული ოლქებში მუნიციპა­ლიტეტების გადანაწილება, პროექტის მიხედვით იქმნება 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი შემდეგი ადმინისტრაციული საზღვრების შესაბამისად:

1.      თბილისი - მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები;

2.      თბილისი - ვაკის რაიონი;

3.      თბილისი - საბურთალოს რაიონი;

4.      თბილისი - ისნის რაიონი;

5.      თბილისი - სამგორის რაიონი;

6.      თბილისი - დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონები;

7.      თბილისი - გლდანის რაიონი;

8.      თბილისი - ნაძალადევის რაიონი;

9.      თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები;

10.  გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები;

11.  რუსთავის მუნიციპალიტეტი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერას, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულები;

12.  მარნეულისა და გარდაბნის (ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერას, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულების გარდა) მუნიციპალიტეტები;

13.  ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტები;

14.  მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები;

15.  კასპისა და გორის (ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულების გარდა) მუნიციპალიტეტები;

16.  ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტები და გორის მუნიციპალიტეტის ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულები;

17.  ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტები;

18.  ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები;

19.  ქუთაისის მუნიციპალიტეტი;

20.  საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტები;

21.  ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები;

22.  სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტები;

23.  ზუგდიდის მუნიციპალიტეტი;

24.  ფოთის, ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტები;

25.  წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტები;

26.  ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები;

27.  ბათუმის მუნიციპალიტეტი;

28.  ქობულეთის მუნიციპალიტეტი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მახინჯაურის, ორთაბათუმის, ახალშენისა და ფერიის ადმინისტრაციული ერთეულები;

29.  ხელვაჩაურის (მახინჯაურის, ორთაბათუმის, ახალშენისა და ფერიის ადმინისტრაციული ერთეულების გარდა), ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები;

30.  ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტები.

 

'.$TEXT['print'].'