კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში თვითიზოლირებულთა რიცხვი ჩოხატაურში გაიზარდა ოზურგეთში კი იგივე დარჩა
ავტორი: გურიის მოამბე
კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში თვითიზოლირებულთა რიცხვი ჩოხატაურში გაიზარდა ოზურგეთში კი იგივე დარჩა
"კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში თვითიზოლირებულთა რიცხვი ოზურგეთში დღეის მდგომარეობით იგივეა და ამ დროისათვის რაოდენობა 11 -ს აღწევს" 

ეს განცხადება "გურიის მოამბესთან" საუბარში დაავადებათა კონტროლის ცენტრის გურიის წარმომადგენლობის უფროსმა არჩილ მჟავიამ,  რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

მისივე განცხადებით მკვეთრად გაიზარდა თვითიზოლირებულთა რიცხვი ჩოხატაურში და მან 2 დან 6 სს მიაღწია, ხოლო ლანჩხუთში სამ ერთეულამდე ავიდა და დღეისათვის ასეთი მდგომარეობაა ოზურგეთში 11 (ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მაია ქუტიძე მონაცემებით), ლანჩხუთში სამი, ჩოხატაურში 6, სულ გურიაში 20.

მჟავიას თქმით, ხვალიდან ამ ჩამონათვალს იმ 4 ქვეყნიდან ჩამოსულები დაემატებიან რომელი ქვეყნებიც საქარტველოს დავაადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რისკ ქვეყნების ჯგუფში შევიდა.

ესენია ავსტრია, ესპანეთი, საფრანგეთი და გერმანია.

ეს ოთხი ქვეყანა წითელ ზონაში შესულ ოთხ ქვეყანას იტალია, ირანი, სამხრეთ კორეა და ჩინეთი - დაემატებიან.

'.$TEXT['print'].'