გურიის გუბერნია, ოზურგეთის საკრებულო და მერია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ -მოქალაქეებისათვის იქ შესვლა ნაწილობრივ შეიზღუდა
ავტორი: გურიის მოამბე
გურიის გუბერნია, ოზურგეთის საკრებულო და მერია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ -მოქალაქეებისათვის იქ შესვლა ნაწილობრივ შეიზღუდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კუთვნილ ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქეთა შესვლა, კორონავირუსთან ბრძოლის პროფილაქტიკის ფარგლებში, მნაწილობრივ შეიზღუდა, გურიის გუბერნია, ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ რის გამოც თანამსრომელთა უმრავლესობა ფუნქციონირებას სახლიდან გაუსვლელად, დისტანციურად განახორციელებენ.

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" ამ წუთებში ოზურგეთის მეის მოადგილემ, ირაკლი სირაძემ აცნობა.

მისივე ცნობით ადგილზე დარჩება მცირე კონტინგენტი რომლებიც აუცილებელია მართვისა და მოსახლეობისაგან კორესპონდენციების მიღებისათვის.

ირაკლი სირაძის ინფორმაციით, დღეს დაიწყო და 16 მარტამდე გაგრძელდება სასკოლო ავტობუსების სადეზინფექციო სამუსაოები.

"ასევე მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები მუნიციპალურ ტრანსპორტში,  ოზურგეთის ავტოსადგურის ქვემდებარე ასზე მეტ მიკროავტობუსს უკვე ჩაუტარდა დეზინფექცია" თქვა სირაძემ.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით თანამშრომლები დაითხოვეს ასევე სპორტის განვითარებისა და სხვა ა(ა)იპების ხელმძღვანელებმა.

'.$TEXT['print'].'