"კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში" თვითიზოლირებულთა რიცხვი ოზურგეთში 27- მდე გაიზარდა
ავტორი: გურიის მოამბე
"კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში" თვითიზოლირებულთა რიცხვი ოზურგეთში 27- მდე გაიზარდა
"კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში თვითიზოლირებულთა რიცხვი ოზურგეთში 27- მდე გაიზარდა.
ამის შესახებ "გურიის მოამბესთან" საუბარში დაავადებათა კონტროლის ცენტრის გურიის წარმომადგენლობის უფროსმა არჩილ მჟავიამ,  რამდენიმე წუთის წინ აცნობა.

მისივე განცხადებით მკვეთრად გაიზარდა თვითიზოლირებულთა რიცხვი ჩოხატაურში და მან 2 დან 5 ს მიაღწია, ხოლო ლანჩხუთში სამ ერთეულამდე ავიდა 

ამასობაში თვითიზოლაციის ვადა ოზურგეთში გაუვიდა 5 ადამიანს და საბოლოო მონაცემებით ამ წუთისათვის იზოლაციაში ოზურგეთში 22 ადამიანი იმყოფება.

ამ წუთის მონაცემებით ოზურგეთში 22  ლანჩხუთში სამი და ჩოხატაურში 5, სულ გურიაში 30 ადამიანია იზოლირებული.

მჟავიას თქმით, ხვალიდან ამ ჩამონათვალს იმ 4 ქვეყნიდან ჩამოსულები დაემატებიან რომელი ქვეყნებიც საქართველოს დავაადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რისკ ქვეყნების ჯგუფში შევიდა.

ესენია ავსტრია, ესპანეთი, საფრანგეთი და გერმანია.

ეს ოთხი ქვეყანა წითელ ზონაში შესულ ოთხ ქვეყანას იტალია, ირანი, სამხრეთ კორეა და ჩინეთი - დაემატებიან.

'.$TEXT['print'].'