გურია - ბოლო მონაცემები - 50 იზოლირებული და კარანტინში კიდევ ორი ადამიანის გადაყვანა
ავტორი: გურიის მოამბე
გურია - ბოლო მონაცემები - 50 იზოლირებული და კარანტინში კიდევ ორი ადამიანის გადაყვანა

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლოს ფარგლებში გურიაში იზოლირებულთა რაოდენობა 50-ს გაუტოლდა, ხოლო კარანტინში გადაყვანილ მოქალაქეთა რიცხვმა 5-ს მიაღწია. 

ამის შესახებ ინფორმაცია, "გურიის მოამბეს" ამ წუთებში, დაავადებათა კონტროლის ცენტრის გურიის განყოფილების უფროსმა, არჩილ მჟავიამ მიაწოდა.

მისივე ინფორმაციით,დღეს საპატრულო სამსახურმა კიდევ ორი დამრღვევი იზოლირებული გამოავლინა და ისინი კარანტინში სპეც მანქანებით გადაიყვანეს.

აქედან გამომდინარე გურიიდან კარანტინში ამ წუთისათვის 5 მოქალაქე იმყოფება, ყველა მათგანი იზოლაციის წესების დარღვევის გამო.

ბოლო მონაცემებით, ოზურგეთში იზოლირებულია და სახლიდან გამოსვლა ეკრძალება 26 ადამიანს, ლანჩხუთში 16-ს, ხოლო ჩოხატაურში 11-ს.

'.$TEXT['print'].'