საგანგებო მდგომარეობამ სუპერმარკეტები გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო
ავტორი: გურიის მოამბე
საგანგებო მდგომარეობამ სუპერმარკეტები გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ და გადაწყვეტილებამ - ერთ სივრცეში არაუმეტეს 10 ადამიანისა - სუპერმარკეტები გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო.

ამ წუთებში დიდი გაურკვევლობაა ამ საკითხტან დაკავშიორებით.

უამრავი ადამიანი ცდილობს შესვლას სუპერმარკეტებში თუმცა რეგულაციები ერთ სივრცეში 10 ადამიანზე მეტის შესვლას კრძალავს.

დადგენილებით ამის როგორც შიგნით ისე გარეთა სივრცეების გაკონტროლება სუპერმარკეტებისა და სავაჭრო ცენტრების მენეჯმენტს ევალება, ზედამხედველობა კი პოლიციას.

თუმცა დადგენილება რომ კორექტირებას საჭიროებს ამის აუცილებლობა პირველივე დღიდან თვალნათლივ სჩანს.

რადგან არ არის განსაზღვრული ვინ რამდენი დრო უნდა დაჰყოს სავაჭრო ცენტრში, რომლის საერთო ფართი მაგალითისათვის რამდენიმე ათასი კვადრატული მეტრია. დადგენილებით ასეთი ტიპის მარკეტსა და 20 კვადრატული მეტრი ფართის მქონე მარკეტებსაც ერთბაშად 10 მოქალაქის მიღება შეუძლიათ.

ჯარიმები ფარღვევის შემთხვევაში სოლიდურია.

აღსანიშნავია, რომ ზუსტ პასუხს თუ რა სივრცეში როგორ უნდა დარეგულირდეს ნაკადი ვერც შინაგან საქმეთა სამინისტროში და ვერც სოფლის მეურნეობია და გარემოს დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე გეუბნებიან.

პოლიციელები აცხადებენ "ერთ სივრცეში არაუმეტეს 10 ადამიანისა" თუმცა ვერავინ ვერ ხსნის ეს ერთი სეივრცე რას ნიშნავს? მთლიანად ფართს რომელიც შენობას უკავია?

რა ქნას იმ სუპერმარკეტებმა სადაც თანამშრომელთა რიცხვი რამდენიმე ათეულს აღემატება?

ამ კითხვებზე დღეს პასუხი არავის არა აქვს. არც მათ ვინც ეს დადგენილება დაწერა და არც მათ ვინც ამ დადგენილებას ასრულებს.

 

 

'.$TEXT['print'].'