შემოსავლების სამსახურმა ასეულობით იურიდიულ და ფიზიკურ პირს ყადაღა დაადო და პლასტიკურ ბარათებზე წვდომა შეუზღუდა
ავტორი: გურიის მოამბე
შემოსავლების სამსახურმა ასეულობით იურიდიულ და ფიზიკურ პირს ყადაღა დაადო და პლასტიკურ ბარათებზე წვდომა შეუზღუდა

შემოსავლების სამსახურმა მიმდინარე წლის 2 აპრილს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ყადაღა დაადო.

საგადასახადო გირავნობისა და იპოთეკის რეესტრის მონაცემებით ამ დროისათვის 149 749 იურიდიულ და ფიზიკურზე ფიქსირდება საგადასახო გირავნობა იპოთეკა.

როგორც მოგეხსენებათ პირველი რეკომენდაცია, მთავრობამ, ინდმეწარმეებსა და იურიდიულ პირებს - შეეწყვიტათ მუშაობა -დაახლოებით თვენახევარის წინ მისცა, ხოლო შემდეგში საერთოდ აუკრძალა მუშაობა.

გადასახადის გადამხდელებს 2019 წლის საგადასახადო წელთან დაკავშირებული გადასახადები 1 აპრილამდე უნდა გადაეხადათ, რაც როგორც ჩანს ინდმეწარმეების დიდმა ნაწილმა მთლიანად ან ნაწილობრვ ვერ შეძლო.

ამ დროსათვის გადასახდების გადახდა მხოლოდ ტურისტულ ბიზნესს გადაუვადეს, ხოლო დანარჩენი ჩვეულებრივ საგადასახადო რეჟიმში დატოვეს. რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია - დაყადაღებულია ფიზიკური პირების მთელი ქონება და მათ შორის საბანკო ანგარიშები, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა პრობლემებთან ერთად ინდმეწარმე ფიზიკური პირები ვეღარ ისარგებლებენ პლასტიკური სადებეტო და საკრედიტო ბარათებით, ანუ მოესპოთ საშუალება ელექტრონული ანგარიშწორებით შეიძინონ პირველადი მოხმარების საქონელი, რაც კიდევე ერთხელ საყურადღებოა საქართველოს ეროვნული ბანკის საცავში ნაღდი ფულიდან თანამშრომლების კორონა ვირუსით დაინფიცირების შემდეგ.

'.$TEXT['print'].'