ჩოხატაურის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
ავტორი: გურიის მოამბე
ჩოხატაურის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ჩოხატაურის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ხსნარით დამუშავდა ცენტრალური ქუჩები, საავადმყოფოს, მაღაზიებისა და სააფთიაქო ქსელების მიმდებარე ტერიტორიები. ქუჩები წყლის ჭავლით მოირეცხა.

სამუშაოების მიმდინარეობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.

სადეზინფექციო სამუშაოები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის დასუფთავების სამსახურმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ერთობლივად განახორციელეს.

"გურიის მხარე"

'.$TEXT['print'].'