ჩოხატაური, ხიდისთავი- ჯადოსნური სახლის დეტალები რომლებიც გაგაოცებთ
ავტორი: გურიის მოამბე
ჩოხატაური, ხიდისთავი- ჯადოსნური სახლის დეტალები რომლებიც გაგაოცებთ

გიორგი კეკელიძე საკუთარ ფეისბუქზე სტატუსს აქვეყნებს:

"ეს საქართველოა - გურია, ჩოხატაური, ხიდისთავი.
ჯადოსნური სახლის დეტალები. დღეს აქ ჩამოვედი და გაოგნება - იოლი სიტყვაა - ამ განცდის აღსაწერად
შენობა დანგრევის პირასაა. შთამომავლები და მესაკუთრეები ნაპოვნია. ისტორია მოკლედ - კალანდაძეების მამული. აშენებული მეოცე საუკუნის დასაწყისში.
გურული დღიურების ფონდი იწყებს ამ და სხვა მსგავსი სახლების მეურვეობას გურიაში - ვეცდებით, მალე კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭოს და რესტავრირდეს.
მადლობა გიორგი გოგილაშვილის ამ საოცარი კედლების აღმოჩენისა და გაზიარებისთვის."- წერს კეკელიძე და საოცარ ფოტოებს აქვეყნებს.

'.$TEXT['print'].'